10 ფაქტი ხობის წარსულიდან

p.s. რიგითობა პირობითია. სიას შეიძლება სხვა ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა დაემატოს.
2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მანუჩარ ცხადაია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
1981 წლის 31 ივლისს დაბა ხობს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.
ხობის მონასტერში საუკუნეების განმავლობაში ღვთისმშობლის კვართი იყო დაბრძანებული.
ხობის „კოლხეთმა“ 1988 წელს საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გამოჩენილი ფიზიკოსი და საქართველოში ექსპერიმენტული ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი ილია ქვარცხავა დაიბადა გაღმა საჯიჯაოში.
მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე თედო სახოკია დაიბადა სოფელ ხეთაში.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარე დიომიდე თოფურიძე დაიბადა სოფელ ხეთაში.
საქართველოს ცკ პირველი მდივანი ალექსანდრე მირცხულავა დაიბადა სოფელ ხორგაში.
თენგიზ ქაჯაია 27 წლის ასაკში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიერ დაინიშნა ხობის პრეფექტად და მას გადასცა პრეფექტის მოწმობა №01.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა სოფელ ძველ ხიბულაში.