ისტორიული ძეგლები


ხობის მონასტერი
  
 აგებულია 13-14 სუკუნეებში, ტაძრის აშენება უკავშირდება გუბაზ მეფის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს. აკაკი წერეთელმა ხობის მონასტერს მიუძღვნა პოემა ნათელა.
ტაძარი შემკულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აქ იყო დასვენებული ღვთისმშობლის კვართი, წმ.გიორგის ბარძაყი, წმ.მარინეს მკლავი, წმ.კვირიკეს ხელის მტევანი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და სხვა სიწმინდეები.
მონასტერი არქიტექტურულ კომპლექს წარმოადგენს, რომელშიც შედის ტაძარი სასახლე, სამრეკვლო გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები.
შუა საუკუნეებში ხობის მონასტერი დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის რეზიდენციას წარმოადგენდა.  
ზემო ბიის წმ.მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია
ტაძარი დგას მაღალ-ლამაზ ბორცვზე, რომელსაც ``ოხვამეფერდს`` ეძახიან.
აგებულია 1847 წელს, განსაკუთრებული მორთულობა არ გააჩნია. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აქ იმართებოდა დღესასწაული, რომელსაც ხალხი ``მალანურობა``-ს უწოდებდა.
ხიბულის ციხე
 
ციხე არქიტექტურულ კომპლექს წარმოადგენს, რომელიც შედგება გალავნის, კოშკის, სასახლისა და სამლოცველოს ნაშთებისაგან. იგი გვიან შუა-საუკუნეებშია აგებული. 
1616-1639 წლებში შედგენილ დოკუმენტში დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი მალაქია გურიელი ხიბულის ციხეს ``ციხე-სალაროს`` უწოდებს.
ხეთის ციხე
 
ციხე სოფელ ხამისქურში სენაკი-ზუგდიდის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს მდებარეობს. მის შესახებ ისტორიული ცნობები ძალიან მწირია. ვახუშტი ბატონიშვილი სამეგრელოს მნიშვნელოვან ციხეთა შორის მასაც მოიხსენიებს.
წმ. სოფიოს ეკლესია
ტაძარი ზველი ნაეკლესიარის ადგილას მე17-საუკუნის დამდეგს აუგიათ. ტაძრის ეზოში შემორჩენილია ძველი ტაძრის ჩუქურთმიანი ლოდები. რომელიც მე-11-მე-12 საუკუნეების ჩუქურთმების მსგავსია.
ტაძრის ქვეშ გამოქვაბულია, ეზო შემოზღუდულია გალავნით.
ჯეგეთის წმ.გიორგის სახელობის ტაძარი.
 
ტაძარი არქიტექტურულ კომპლექს წარმოადგენს, რომელიც შედგება სამლოცველოსაგან, სასახლისა და გალავნისაგან. იგი ურთის მთის ყველაზე მაღალ მწვერვალზე მდებარეობს. ტაძარი ადრე მოხატული ყოფილა, აქ ხალხი განსაკუთრებულად აღნიშნავდა 23 აპრილს-გიორგობას.
წმ. კვირიკე სახელობის ეკლესია ``ჩეოხვამე``
მეცნიერების აზრით ეს ტაძარი მე-4-7 საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. იგი მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს ცაიშელი მიტროპოლიტ გრიგოლ ჩიქოვანის ბრძანებით აღუდგენია ვინმე გერასიმე მღვდელ-მონაზონს. ტაძრის ირგვლივ კოლხური პერიოდის ნამოსახლარებია.
წმ. თევდორეს  სახელობის ეკლესია
ტაძარში დევს წარწერებიანი ქვა რომლის მიხედვითაც იგი 1820 წელს აუგიათ . ეკლესია სოფელ ხეთაში კორცხოს უბანში მდებარეობს.
ჭიხუს დიხაგუძუბა.
მდებარეობს ქ.ხობში გამსახურდიას ქუჩის ბოლოს მის მარჯვენა მხარეს. იგი წარმოადგენს ძველ კოლხურ ნამოსახლარს. მიწაზვინულის სიმაღლე ცენტრში აღწევს დაახლოებით 2 მეტრს, გარს შემოვლებული აქვს 2 ბუნებრივი არხი, წარმოადგენს მეტად მნიშვნელოვან 
არქეოლოგიურ ძეგლს.