„ხობი ჩემი სახლია“
„მე პატარა ქალაქში ვცხოვრობ და ის კიდევ უფრო, რომ არ დაპატარავდეს მე განვაგრძობ მასში ცხოვრებას“
ეს არის ჩემი უმთავრესი პრინციპი, არსი, მიზანი .
date: 8/08/1978
ჩემს შესახებ – 1991 წელს დამთავრებული მაქვს სენაკის სამხატვრო სკოლა.
პროფესიით ვარ იურისტი-სამართალმცოდნე.
პერიოდულად ხობსა და საქართველოს სხვა ქალაქებში (ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი) ვაწყობდი ჩემი ნახატებისა და ფოტო ნამუშევრების გამოფენებს, ვიდეო ინსტალაციებს.

ხატვის სტილი სიურეალიზმი და თავს Surrealika -ს ვუწოდებ.
ჩემი ნამუშევრების ნახვა შეიძლება ჰეშთეგით:
#ჩქიმარტი
ან ბლოგზე: chqimarti.blogspot.com
ვიყავი ხობის პირველი საბავშვო-ლიტერატურულ შემეცნებითი გაზეთ „ცოტნეიდელის“ რედაქტორი.
1996-1999 წ.წ ხელშეკრულებით ვმუშაობდი ტელერადიო კომპანია „ფაზისში“ გადაცემა „NEW-თაობის“ მხატვარ დეკორატორად.
1999 წელს ხობში შეიქმნა საცდელი ტელევიზია, სადაც ოპერატორი, მემონტაჟე და გადაცემების რედაქტორიც მე ვიყავი
2000-2002 წ.წ ვხელმძღვანელობდი NGO „ხობის ახალგაზრდული სახლს“, სადაც ისწავლებოდა უცხო ენები, ფუნქციონირებდა კომპიუტერის შემსწავლელი კურსები…
2002-2003 წ.წ NGO- „სტრატეგია და სამართლიანი არჩევნები„
2003- 2004 წ.წ. განათლების სამინისტროსთან არსებული არასრულწლოვანთა საქმეების საკოორდინაციო ცენტრში-სოციალურ აგენტად.
2004-2005 წ.წ. საერთაშორისო ორგანიზაცია „IFES-limited“ -ში ტრენერად.
2006 - 2009 წ.წ ვმუშაობდი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარ სპეციალისტად ინფორმაციის უზრუნველყოფის საკითხებში.
2009-2011 წ.წ. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე.
2011- 2016 წ.წ. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შემდეგ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციის უზრუნველყოფის, მედიასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი.
2016 ადმინისტრაციული სამსახურის - საზოგადოებასთან ურთიერთობის, ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საინფორმაციო უზრუნველყოფისა და ვებ-გვერდის ადმინისტრირების საკითხებში

პარალელურად 2021 წლის 8 ნოემბრიდან ვმუშაობ კოლეჯ ,,ფაზისის,, ხობის-ნოჯიხევის განყოფილებაში პროფესიულ მასწავლებლად.
2023 წლის 4 აგვისტოს მომენიჭა მედალი და დიპლომი, ლონდონის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,შეიმეცნე შენი სამშობლო-საქართველო“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მსოფლიოს მასშტაბით მეცნიერებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზებისათვის აიელი რაინდისა და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ელჩის წოდება.

ვარ რამოდენიმე დოკუმენტური ფილმის და სიუჟეტის ავტორი .
ბლოგი: www.khobi-info.blogspot.com - ხობის ელექტრონული არქივი შევქმენი 2010 წელს
საკუთარ თავს ფოტომოყვარულად ვთვლი, რადგან რასაც ამ სფეროში ვაკეთებ არაპროფესიონალურად ვაკეთებ, თუნდაც ის, რომ 99% ჩემს მიერ გადაღებული კადრებისა ე.წ. ავტომატური რეჟიმით დავაფიქსირე, მაგრამ ამ ეტაპზე 1997 წლიდან მოყოლებული თამამად შემიძლია განვაცხადო ეს სფერო ჩემთვის ყველაზე საინტერესო და ახლო გახდა.
ჩემს მიერ შემონახული არქივით:ტექსტი, ფოტო და ვიდეო კადრებით ჩვენი ხობის ისტორიის ამ დროისა და წარსულის მონაკვეთის შენახვა ნაწილობრივ მაინც მოვახერხე.
რას მივაღწიე?
ალბათ იმას, რომ ჩემს ნახატებს, ვიდეოს და ფოტოებს, ყველაფერს რასაც ვქმნი - ვაჩუქე ჩემი სიცოცხლის ნაწილი.
რა მინდა?
,, სანამ ვარსებობ ხობი შემოვუნახო ხობს’’…

„ხობი ჩვენი სახლია“
ვარ დაოჯახებული: მეუღლე ინგა გუგუნავა-აბრამია, შვილები: ალექსანდრე და მაქსიმე შონიები.