ანსამბლები





ფოლკლორული ანსამბლი ,,კოლხეთი"
1959 წელს ხობის რაიონულ კულტურის სახლში ჩამოყალიბდა ჯგუფი ,,შვიდკაცა" - ხელმძღვანელი ალიოშა ბერაია. 1983 წელს ანსამბლს სათავეში ჩაუდგა ლოტბარი ნუგზარ ზარანდია და მისივე ინიციატივით ანსამბლს დაერქვა ,,კოლხეთი'. ანსამბლი მრავალი საკავშირო და რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატია. 1990 წელს ,,კოლხეთს" მიენიჭა სახალხო ანსამბლის წოდება.
,,კოლხეთის" შესრულებით საქართველოს ტელევიზიის ოქროს ფონდში ჩაწერილია: ,,ოდოია", ,,მალანური", ,,ოჩეშხევი", ,,სატრფიალო" .

მისამართი:  ხობი. ცოტნე დადიანის ქ. №240
ტელ: 593 45-71-51
ხელმძღვანელი : ნუგზარ ზარანდია

ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,კოლხეთი"
1994 წლიდან ხალხური ცეკვების შემსწავლელი წრის ბაზაზე შეიქმნა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,კოლხეთი". ანსამბლი 1998 წელს იმყოფებოდა საგასტროლოდ პოლონეთში. არის სხვადასხვა ფესტივალებისა და კონკურსების ლაურეატი, ოქროს არწივისა და ოქროს მედლის მფლობელი. 2004 წელს ქალაქ. თბილისში მუსიკალურ ფესტივალზე მოიპოვეს ოქროს ვარდი.
ანსამბლის რეპერტუარშია: სამაია, აჭარული, ალვანური, ცერული,მეგრული სუიტა, ფარცა, ხანჯლური, სიმდი, მხედრული.
ანსამბლში ცეკვავს 30 ახალგაზრდა.
ქორეოგრაფი: გოდერძი გახარია
ტელეფონი: 592 50 50 94
ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,კოლხა"
1995 წელს საჯიჯაოს სას.კულტურის სახლთან ჩამოყალიბდა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,კოლხა". ანსამბლი იმყოფებოდა ხარკოვში, თურქეთში, ანსამბლი ცეკვავს ყველა კუთხის ცეკვას. ანსამბლში 40 წევრია.ანსამბლი 2005 წლიდან ფუნქციონირებს ხობის კულტურის ცენტრში.
ქორეოგრაფი: კახა ჩიტაია
მისამართი:  ხობი.სოფ.ნოჯიხევი
ტელეფონი: 555 152325
ქალთა ვოკალური ანსამბლი

ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი ,,კოლხეთი"
შეიქმნა 1997 წელს. არის მრავალი ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატი. ასრულებს ხალხური და სხვადასხვა კომპოზიტორების სიმღერებს. ანსამბლში 15 წევრია.
ლოტბარი: ნუგზარ ზარანდია
მისამართი: ხობი, სამეგრელოს ქ.