![]() |
| ირაკლი ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ქარიატის ადმინისტრაციიულ ერთეულში |
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის მოსახლეობას საუკუნის ოცნება აუხდა...
ადგილობრივები, გაბრწყინებული თვალებით, უფრო დიდი და სოფლისთვის მნიშვნელოვანი საქმეებით ტკბობის მოლოდინში არიან...
იმედი ყველაზე გვიან კვდებაო და თაობიდან თაობას გადაეცემოდა იმედი, იმედი იმისა, რომ ერთ დროს ეს ტერიტორიულად შუაზე გაყოფილი სოფელი უთუოდ გაერთიანდებოდა, ადამიანთა ურთიერთობაშიც მეტ სითბოდ დაიღვრებოდა...
ამ სტატიაში არ ვაპირებ ხელისუფლების ცვალებადობით გამწვეულ ახალ-ახალ დაპირებებზე ვისაუბრო (ეს შორს წაგვიყვანდა), მაგრამ როცა გიყვარს, გული შეგტკივა სოფელზე, სადაც შენი მყარი ფესვებია, გაქვს ისეთი სტატუსი, რომ ბევრი რამის სასიკეთოდ შეცვლა შეგიძლია, ამავდროულად გაქვს ვალდებულება ხალხის სატკივარი ხელისუფლებამდე მიიტანო (და იქაც იგივე გრძნობით და სურვილით გვხვდებიან), მაშინ ხარ სწორედ ის ადამიანი, ვისაც უფელბა აქვს საკუთარ თავს ჰკითხო `აბა დღეს მე ვის რა ვარგე“...
| ქარიატის საავტომობილო ხიდი 2026 წელი,ფოტო: ირაკლი შონია |
...კალამი გამექცა, სიტყვა გამიგრძელდა... დღეს მინდა ერთხელ კიდევ გავიმეორო ათასგზის თქმული თუ სხვისგან მოსმენილი შეფასება დიდი სოფლის, ახალგაზრდა ხელმძღვანელზე ბატონ ირაკლი ბერაიაზე, წინასწარ ვიცი, სტატიის გამოქვენების შემდეგ, მისი თავმდაბლობის გამო, `საყვედურს~ დავიმსახურებ...
ბატონი ირაკლის ახალგაზრდობის წლები კარგად მახსოვს... მისი და მისი მეუღლის ქალბატონ ეკა ტიბუას სიყვარულის მომსწრეც ვყოფილვარ... ეს კარგა ხნის წინათ იყო... მათი თანაცხოვრება, საბენიეროდ, წლებს ითვლის...
ოჯახი ხომ ცხოვრების სარკეა, და რაოდენ სასიამოვნოა მათი ურთიერთობა.
ვერ ვიტყვი, კარგი დედ–მამის შვილობაა უფრო მეტი პასუხისმგებლობა, თუ კარგი შვილების აღზრდაა დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა, მაგრამ ფაქტია შუახორგელები (და არა მარტო) უდიდესი პატივისცემითY ახსენებენ მის მშობლებს მეტყევე ინჟინერს, ბატონ შალვა (ჯუკა) ბერაიას და დიდებული მეუღლის ლუნა ჩიჩიუას სახელს, მათი კეთილშობილება ხომ ყველამ იცოდა (ნათელში ამყოფონ უფალმა).
ორი ქალიშვილის და ვაჟის დედას, `თავადის ქალს~ სოფელში მოფერებით და სიყვარულით ექცეოდნენ. ჭირში თანადგომის და ლხინის გამზიარებელ ოჯახად თვლიდნენ. სასიამოვნოა, რომ ოჯახის ტრადიცია სახელოვნად გრძელდება:
ირაკლი სპეციალობით იურისტია, მისი მეუღლე ეკა ეკონომისტი, ისინი დედაუნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან...
შვილები: ლუკა წელს `თეთრ ტაძარს~_დიდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის კედლებს წარჩინებული სტუდენტის მანტიით დატოვებს, როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი.
საბა კი პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სამოქალაქო საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტია.
ბატონ ირაკლისთან საუბარი ყოველთვის სასიამოვნოა. თბილი ტონით, მეგობრულ საუბარში ჩანს მისი ინტელექტი, მომავლის ხედვა, ხელისუფლების თანადგომის გამო მადლიერება... როცა ვკითხე ქრიატის ადმინისტრაციულ ერთეულში ბოლო წლებში გაკეთებულ და მომავლის პროექტებზე მისი ნაამბობიდან ჩანდა, გულწრფელობა. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისფლკების თანადგომის, ხალხის ინტერესების ხედვის გამოხატულების გამო მადლიერება.
ამ თანამდებობაზე ვმუშაობ 2012 წლიდან. მითხრა მან.
მყავს მეუღლე და ორი სტუდენტი შვილი.
ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები სოფლის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევა და ეს პროცესი თავისთავად მოიცავს მუდმივი ჩართულობის, უწყებათაშორის კომუნიკაციის, მოსახლეობასთან კონსულტირების პროცესს.
ყველა აქტიური კომპონენტის ორგანიზებისა და მიღწეული შედეგებისთვის მოსახლეობის სახელით მადლობას ვუხდი ხობის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ დავით ბუკიას, მერიის შესაბამის სამსახურებს და ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებულ პროექტებში მონაწილე ყველა აქტორს.
ადმინისტრაციული ერთეულის განვითარების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
გაღმა ქარიატაში განხორციელდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებამ დაახლოებით 5 მილიონი ლარი შეადგინა. მოწესრიგდა გზის საფარი, გაფართოვდა ცალკეული მონაკვეთები, მოეწყო წყალგამტარი სისტემები და გაუმჯობესდა მოსახლეობის გადაადგილებისთვის აუცილებელი მისასვლელები. მსგავსი სამუშაოები განხორციელდა გამოღმა ქარიატის მიმართულებითაც, სადაც პროექტის ღირებულებამ 3 მილიონ ლარს მიაღწია. აღნიშნული პროექტების განხორციელებამ მნიშვნელოვნად გაზარდა სოფლის შიდა კავშირები და გადაადგილების უსაფრთხოება.
ქარიატის განვითარების ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტად დარჩება მდინარე ხობისწყალზე ახალი ხიდის მშენებლობა, რომელმაც გაღმა და გამოღმა ქარიატა ერთმანეთთან დააკავშირა. 116-მეტრიანი ფოლად-რკინა-ბეტონის კონსტრუქცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,7 მილიონი ლარით დაფინანსდა და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მოსახლეობის გადაადგილება. პროექტ საქართველოსი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა.
ქარიატის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს მოსახლეობისთვის საბაზისო მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემის მოწყობას, რომელმაც გაღმა და გამოღმა ქარიატის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
აღნიშნული ინფრასტრუქტურა სოფლის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა.
სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია წყალსამეურნეო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ქარიატის ტერიტორიაზე განხორციელებულმა წყალშემკრები არხებისა და კოლექტორების რეაბილიტაციამ ხელი შეუწყო სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიან გამოყენებას. მიყვება მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში და სიამაყით განაგრძნობს.
დამშრობი ქსელის განვითარების პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამცირებს ჭარბი წყლის დაგროვებით გამოწვეულ რისკებს და ქმნის უფრო სტაბილურ პირობებს აგრარული საქმიანობისთვის.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალშემკრებ არხსა და კოლექტორებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამშრობი ქსელის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი (დაახლოებით 400 ჰა, რომლის დასრულება დაგეგმილია 2026 წლის ბოლომდე).
შენდება წყლის სატუმბი სადგური, ეწყობა დამცავი ნაგებობები და რეაბილიტირდება წყალშემკრები არხები. პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდება სასოფლო-სამეურნეო მიწების დატბორვის საფრთხე და გაიზრდება მოსავლიანობა. აღნიშნული ინფრასტრუქტურა სოფლის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია.
ქარიატის ინფრასტრუქტურული განვითარების ერთ-ერთ მიმართულებად ჩამოყალიბდა გარე-განათების სისტემის მოწყობა.
სოფლის ქუჩებისა და 12-კილომეტრიანი საავტომობილო გზის განათებამ (სოფლის ექვსივე ქუჩაზე მოეწყო გარე განათების სისტემა, დამონტაჟდა 400 ლამპიონი), რამაც გააუმჯობესა როგორც უსაფრთხოების პირობები, ასევე მოსახლეობის ყოველდღიური კომფორტი.
ქარიატის ადმინისტრაციული ერთეულ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმაში~ დაფიქსირებულია, როგორც წყალდიდობის რისკის მქონე მოწყვლადი ტერიტორია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.
გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით 2018-2020 წლებში განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე ხობისწყალზე როგორც გაღმა, ისე გამოღმა ქარიატაში.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით~ რეაბილიტირდა სასაფლაოების ღობეები და მოწესრიგდა საყანე ფართობებთან მისასვლელი გზები.
სოფლის განვითარების თანამედროვე ეტაპს ასევე უკავშირდება ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. გაზიფიცირების პროცესებით (ამ ეტაპზე სამუშაოები ორივე დასახლებაში მიმდინარეობს) და ინტერნეტიზაციის მიმართულებით სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში თანამედროვე ინტერნეტ ინფრასტრუქტურის მოწყობით იზრდება მოსახლეობის ხელმისაწვდომობა თანამედროვე სერვისებზე, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს განათლების, დასაქმებისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის.
ადმინისტრაციული ერთეულის განვითარებაში განსაკუთრებული როლი აქვს ადამიანურ კაპიტალსა და ახალგაზრდების მიღწევებს. ფიქსირდება ადგილობრივი მოსახლეობის დადებითი შეფასებები. ინფრასტრუქტურული პროგრესი და საზოგადოების აქტიური ჩართულობა ერთად ქმნის მდგრადი განვითარების წინაპირობას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის ახალგაზრდების მიღწევები. მათი მხარდაჭერის მიზნით ქარიატაში შეიქმნა სპორტული ინფრასტრუქტურა, ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი, შესაბამისი კეთილმოწყობით. (პროექტის ღირებულებამ 115 ათასი ლარი შეადგინა). მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სოფლის სოციალური გარემოს გაძლიერებას.
მუნიციპალური პოლიტიკის, სახელმწიფო მხარდაჭერისა და ადგილობრივი მოსახლეობის თანამშრომლობის, შედეგად მიღებული ახალი ეტაპის გაგრძელება, თანმიმდევრული მუშაობითა და მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ქარიატის ადმინისტრაციული ერთეულის მდგრადი განვითარების წინაპირობაა.
გულწრფელად გეტყვით, ამ საოცნებო ხიდის აშენება მაბედნიერებს, რადგან სკოლის მოსწავლეების, მშობლების და ორი სოფლის მოსახლეობის გაბრწყინებულ სახეებს, ხელისუფლების მისამართით მათ მიერ გამოხატული მადლიერების სიტყვების მოსმენა მაძლიერებს, ხვალინდელი დღის იმედს მიორკეცებს. ამბობს ბატონი ირაკლი.
* * *
ვიცი და მჯერა მისი ყოველი სიტყვის, რადგან წლებია სხვა თანამდებობაზე პრეტენზია არ ჰქონია, სჯერა, მასზე უკეთ სხვა ვერ შეიყვარებს ამ სოფელს, ადგილ-მამულს... მისი საუბარში ნათლად ჩანს ის წარმატებები, რაც მოიპოვა ხალხთან ერთად და ხალხის თანადგომით. გრძნობს მათ სიყვარულს, რომელსაც ერთგულებით ამყარებს...
წარმატებები მინდა ვუსურვო ალალმართალ, განათლებულ, ხალხის სიყვარულით გარემოცულ ხელმძღვანელს. დიდი ოჯახის ტრადიციის გამგრძელებელს, ბედნიერ შვილს, მამას, მეუღლეს, მეგობარსა და ქარიატელებზე მზრუნველ ადამიანს.
დაე, ეს ხიდი ყოფილიყოს ქვეყნის გაერთიანების საწყისი, რადგან ძლიერი ქვეყანა ძლიერი სოფლიდან იწყება.
მჯერა მისი ფიქრები და საზრუნევი რაზედაც მესაუბრა, მალე რეალობად იქცევა...
მერი ლაგვილავა. გაზეთი „ხობის მოამბე“ ივლისი 2026 წელი
