ეროვნული მნიშვნელობის დღე 31 მარტი, ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენითაა გამორჩეული ჩვენი ქვეყნის ისტორიაში: 30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ჩატარდა რეფერენდუმი, რომელმაც სამართლებრივი საფუძველი შეუქმნა საქართველოს დამოუკიდებლობას;
1939 წლის 31 მარტს, მართალ ლაზარეს აღდგინების წინა დღეს, დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, დისიდენტი, უფლებადამცველი, მეცნიერი, მწერალი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ქრისტეს ერთგული მხედარი ზვიად გამსახურდია.
ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, რადგან ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თავგანწირულმა ბრძოლამ გულანთებულ მამულიშვილებთან ერთად მოუმზადა ნიადაგი რეფერენდუმს.
1990 წელს, როცა ქვეყნის სათავეში ეროვნული ხელისუფლება მოვიდა, საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო. საბჭოთა იმპერია რღვევის საშიშროებას გრძნობდა და ამიტომ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება შეიმუშავა. სსრკ ახალ, დემოკრატიულ, ფედერაციულ სახელმწიფოდ უნდა გარდაქმნილიყო, რომელშიც „ნებაყოფლობით“ გაერთიანდებოდნენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები პრინციპით „ძლიერი ცენტრი-ძლიერი რესპუბლიკები“.
საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე უარი განაცხადა, უზენაესმა საბჭომ ქვეყნის ტერიტორიაზე საკავშირო რეფერენდუმი აკრძალა და 31 მარტს რეფერენდუმის ჩატარების დადგენილება მიიღო. საერთო-სახალხო გამოკითხვის მონაწილეებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.“ კითხვას დადებითად უპასუხა კენჭისყრაში მონაწილეთა 99%-ზე მეტმა ადამიანმა.
საქართველოს მოსახლეობამ მთელი მსოფლიოს წინაშე განაცხადა, რომ სურდათ ყოფილიყვნენ დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოს ღირსეული მოქალაქეები. საქართველოს უზენაესმა საბჭომ რეფერენდუმზე გამოხატული მოსახლეობის ერთსულოვანი ნების საფუძველზე. 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ზვიად გამსახურდიამ უზენაესი საბჭოს ტრიბუნიდან განაცხადა:
„სიმბოლურია საქართველოს
დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება
9 აპრილს, ვინაიდან
ამ დღეს გადაწყდა
საქართველოს ბედი. 9
აპრილის წამებულთა სულები
დაგვცქერიან ჩვენ და
ხარობენ ზეციურ ნათელში,
რამეთუ აღსრულდა ნება
მათი, აღრულდა ნება
ქართველი ერისა. გაუმარჯოს
დამოუკიდებელ საქართველოს! გფარავდეთ
ღმერთი!“
ამ დიდ ისტორიულ გამარჯვებამდე მისასვლელი გზა რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე იყო. თავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო 1956 წელს, როცა ზვიად გამსახურდიამ მერაბ კოსტავასთან ერთად დაარსა არალეგალური, პატრიოტული ორგანიზაცია „გორგასლანი“. 1973 წელს მათ შექმნეს კავკასიაში პირველი „ადამიანის უფლებათა საინიციატივო ჯგუფი“, რომლის ბაზაზე 1976 წელს შეიქმნა „საქართველოს ჰელსინკის კავშირი“, რომელიც აქტიურად იცავდა საბჭოთა იმპერიაში პოლიტპატიმრების უფლებებს.
1977 წელს
ზვიადი და მერაბი
დააპატიმრეს. 1978 წელს აშშ კონგრესმა ისინი ნობელის პრემიაზე წარადგინა. საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა არც ერთი წუთით არ შეწყვეტილა.
ზვიადი და მერაბი ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი მიტინგის დარბევის შემდეგ კვლავ დააპატიმრეს.
1990 წლის
28 ოქტომბერს
ეროვნული მოძრაობის ძალისხმევით
ჩატარდა სსრკ-ში პირველი
მრავალპარტიული არჩევნები, რომელშიც
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა
უმრავლესობამ მხარი დაუჭირა
საარჩევნო ბლოკს „მრგვალი
მაგიდა - თავისუფალი
საქართველო“.
1990 წლის ნოემბერში უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე ზვიად გამსახურდია საქართველოს უზენაესი საბჭოს თავჯდომარედ აირჩიეს, 1991 წლის 26 მაისს კი საქართველოს მოსახლეობამ იგი ქვეყნის პირველ პრეზიდენტად აირჩია. 1992 წლის იანვარში რევანშიზმის, შურის, გაუტანლობის გრძნობით აღვსილმა ანტიეროვნულმა ძალებმა რუსული ჯარების დახმარებით პრეზიდენტი სამშობლოდან განდევნეს. იგი თანამებრძოლმა, ჩეჩნეთის პრეზიდენტმა საფრთხეს განარიდა. ზვიად გამსახურდია გროზნოდანაც აქტიურად იბრძოდა ხელისუფლებაში მოსული სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ. როდესაც 1993 წელს აფხაზეთის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა, პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდა.
ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში, დღემდე გაურკვეველ ვითარებაში,
სამწუხაროდ, იგი სიცოცხლეს გამოასალმეს. ასე დაუკავშირდა ზვიად გამსახურდიას სახელი ჩვენს რაიონს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეროვნული მოძრაობის ხობელმა წარმომადგენლებმაც ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში.
ხობში ეროვნული მოძრაობის
საინიციატივო ჯგუფი 1989
წლის 10
მაისს შეიქმნა. იმ
დღიდან დაწყებული, ხობის
„ეროვნულები“ ყველა მნიშვნელოვან
ღონისძიებაში ვმონაწილეობდით. განსაკუთრებით
მძიმე იყო სახელმწიფო
გადატრიალების გზით მოსულ
სამხედრო ხუნტასთან დაპირისპირება,
რაც ბევრ
ჩვენს თანამებრძოლს სიცოცხლის
ფასად დაუჯდა.
სამშობლოსთვის ბრძოლას პირველი
ხობის პრეფექტი თენგიზ
ქაჯაია შეეწირა. გვჯერა,
მათ სახელებს
დავიწყება არ უწერია.
ხობელმა „ეროვნულებმა“ ბოლომდე
უერთგულეს წამებულ პრეზიდენტს.
მათ დიდი
წვლილი შეიტანეს ძველ
ხიბულაში პრეზიდენტის ხსოვნისადმი
მიძღვნილი სახლ-მუზეუმის დაარსებისა
და მართალი
ლაზარეს სახელობის ეკლესიის
მშენებლობის ინიცირებაში. ამ
უდიდესი ეროვნული საქმის
განხორციელებისთვის ბატონ ბიძინა
ივანიშვილს ხობელებისგან განსაკუთრებული
მადლობა!
რამაზ სოხაძე
გაზეთი ხობის მოამბე #4 31 მარტი 2021 წელი