ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი, კულტურის მოამაგე და ხობის
საპატიო მოქალაქე, რეზო თოდუა დაიბადა 1939 წლის 28 ივნისს ხობის რაიონის სოფელ
პირველ მაისში. ბატონი რეზოს ოჯახის ყველა წევრი ქართული ხალხური სიმღერის დიდი მოყვარული
ყოფილა.
ბატონმა რეზომ:
1955 წ. დაამთავრა პირველი მაისის სკოლის 8 კლასი და სწავლა განაგრძო
ქ. ზუგდიდის ი.ქ.კ. მუშა ახალგაზრდობის საღამოს საშუალო სკოლაში.
1958 წელს ქ. თბილისში გაიარა დახელოვნების კურსები.
1958 წელს ჩაირიცხა ქ. ქუთაისის კულტურულ-საგანმანათლებლო ტეკნიკუმში
საგუნდო- სადირიჟორო განყოფილებაზე.
1961 წელს დაინიშნა ქ. ქუთაისის მე-16 საშუალო სკოლის საგუნდო
ხელმძღვანელად.
1964 წელს მუშაობა დაიწყო ხობის სარაიონო კულტურის სახლში მსახიობად.
1966 წელს შოთა რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილ
მხატვრულ-თვითშემოქმედებით რესპუბლიკურ ინდივიდუალურ შემსრულებელთა კონკურსზე
I ხარისხის დიპლომი მიენიჭა.
1968 წელს დაინიშნა კულტურის სახლის ინსტრუქტორად.
1971 წელს მიენიჭა მშრომელთა მხატვრულ თვითმოქმედების რესპუბლიკური
ფესტივალის I ხარისხის დიპლომი.
1972 წელს გადაიყვანეს ხობის კულტურის სახლის სამხატვრო
ხელმძღვანელად.
1977 წელს მიენიჭა საკავშირო ფესტივალის ლაურეატის წოდება.
1979 წელს დაინიშნა კულტურის სახლის დირექტორად.
1991 წ. - სარაიონო კულტურის სახლის ლოტბარი.
1993 წ. - სარაიონო კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი.
რ. თოდია სხვადასხვა წლებში პირველი მაისის საშუალო სკოლაში მუსიკის
მასწავლებლად, სატირისა და იუმორის და თოჯინების თეატრის ხელმძღვანელად მუშაობდა.
2015 წელს „ცოტნეობის“ სახალხო დღესასწაულზე კულტურის სფეროში
შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
რეზო თოდუა ფოლკლორული ანსამბლ ,,კოლხეთის" წევრია.
https://khobi-info.blogspot.com/2009/11/blog-post.html
https://khobi-info.blogspot.com/2017/01/blog-post_46.html