ღვაწლმოსილი ადამიანების იუბილე ხობში

11 ნოემბერს ხობის კულტურის სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით გაიმართა დამსახურებული და ღვაწლმოსილი ადამიანების ქალბატონ მერი აბრამიასა და ფოლკლორული ანსამბლ ,,კოლხეთის“ წევრის ბატონ რეზო თოდუას საიუბილეო-შემოქმედებითი საღამო. ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ხემძღვანელობა, გამგებელი იგორი ტყებუჩავა, საპატიო სტუმარი აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი გურამ გუნავა, ხობის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ იუბილარები ხობის მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის გაწეული ხანგრძლივი და ნაყოფიერი შრომისა და მიღწეული საზოგადოებრივი აღიარებისათვის დააჯილდოვა გამგეობის მადლობის სიგელით და ფასიანი საჩუქრებით. ქალბატონ მერი აბრამიას და ბატონ რეზო თოდუას დაბადების 80 და 70 წლის იუბილე მიულოცეს და მოღვაწეობისათვის მადლობა გადაუხადეს ხობის საზოგადოების წარმომადგენლებმა.





























































































































ქალაქ ხობში რწმუნებული კარლო ჯობავა