დღეს, ხობში, ფანჯრებიდან რომ იჭყიტებოდით და ფეისბუქის პოსტი-პოსტ დაწრიალებდით (მუ ამბე რე დაბა და?, მი გერე... ე უჯინ ეთინა ხოლო გერენო?...)
მერე ვითომ სხვას ამუნათებდით და თვოთონ თავი არ გამოყავით 1 სთ-ით, პირად საუბრებში რომ ქოთქოთებთ და ვიშ-ვიშებთ, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, შიშით, საკუთარ ზღურბლს არ სცდება ფეხი დამიჯერეთ, თქვენი ხვალინდელი განწირულია და როგორც ახლა ხართ სტაგნაციაში და მშვიდობას ეძახით, სინამდვილეში ,,მიტოვებული სასაფლაოს ბიუსტები" ხართ, ასეთივე იქნება თქვენი მომავლის აურა, ოღონდ მეტაფორის გარეშე. ამის შემდეგ კი თქვენნაირების ეპიტაფიაც მზად აქ ამ თაობას.
თქვენ, აღარ გენდობათ მომავალი ნაბეგვ-ნაცემი და თქვენგან მიტოვებული, ნაღალატევი თაობა, რომელმაც ყველა მშვიდობიანი გზით მოგცათ ნიშანი, გთხოვათ, შეგახსენათ, მოგთხოვათ, გაჯანჯღარათ, მაგრამ თავს იმძინარებთ... შანსი მოგცათ, რომ გეცოცხლათ, მაგრამ გვამური მდგომარეობით დახვდით. ეს, არასდროს არ გეპატიებათ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა რაღაც რიგი ახლობლობისა და ნეპოტიზმის გამო.
თქვენ, ჩემო ხობელებო, ეს თაობა დაგტოვებთ და ერთმანეთი შემოგელევათ, როგორც ეს უკვე ისედაც ხდება და ის, ბაღის გეგმიური კონცერტებიც ვეღარ აგიხმაურებთ არე-მარეს, უბრალოდ ბუზი დაგაჯდებათ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით!
ეს პროცესი შეუჩერებელია და გინდ მუქარად აღიქვით და გინდ პროგნოზად. მე, უფრო პროგნოზად აღქმას გთავაზობთ და კარგად დაფიქრდით, თუ რატომ იდებილებთ თავს ფსევდო მშვიდობით, როცა ამის არანაირი მიზეზი არ გაქვთ, გარდა იმისა, რომ ერთ უტვინო ტირანს აღუდგეთ წინ და გაიფიცოთ, ჩამოშალოთ მისი საყრდენი წერტილები და აიძულოთ ხელახალი არჩევნებისკენ, რომ ამ დედამოტყნულეთში, ყველა ტიპის პოტენციურ, სამომავლო პარტიას მისცეთ მაგალითი, ასე დაასრულოთ ქვეყნის მართვის მანკიერი მეთოდები, ძალადობა, ხოცვა, პოლიციის ნაცვლად ბანდ-ფორმირების მიერ ძარცვა-მოროდიორობა და დაბადოთ ახალი საქართველო!
დრო, ძალიან ცოტა გაქვთ, მაგრამ ჯერ კიდევ გყოფნით...
ხობში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა
იმ ქალაქების სიას, სადაც საპროტესტო აქციები იმართება, ხობიც მიემატა. მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობით სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებს და შეუერთდნენ აქციების მოთხოვნებსა და სულისკვეთებას.
28 ნოემბრიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები ხელახალ არჩევნებს, მთავრობისა და ცესკოს გადადგომასა და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას ითხოვენ.
საპროტესტო აქციებს ევროპის ქალაქებში მართავენ ქართველი ემიგრანტებიც.