დედამოკა (დედამოკა ორსულ დედას ნიშნავს)


ნოქალაქევის მიდამოებში საინტერესოა დედამოკა (დედამოკა ორსულ დედას ნიშნავს). ეს ადგილი ტეხურის ხეობის ვიწრო ყელზეა, ნოქალქევის ციხის გადასახედთან. აქ წყალში ღრმად ჩასმულია ვებერთელა ლოდი, რომელსაც ადამიანის ფორმა აქვს. ლოდს ირგვლივ წყალი უვლის და თავისებურ გამოსახულებას ქმნის. ხალხი დიდი პატივისცემით ეპყრობა ამ ადგილს და ლოდს. იგი მოძალადეთ ლაშქარს გამოქცეული ქალის გაქვავებულ სხეულად მიაჩნიათ: სისხლიან მდევართ გამოქცეული ორსული ქალი მოსულა მდინარის პირად, გადახტა წყალში და ღმერთმა ქვად აქციაო-მოგვითხრობს ლეგენდა.
ნოქალაქევის სანახეებში, დედამოსაკთან არის ცხელი აბანოები ბუნებრივი წყლებისა, რომელიც თავისი ღირსებებით მაცესტას, წყალტუბოსა და მენჯის სამკურნალო წყლებს არ ჩამოუვარდება. აბანოს მიდამოებიც ბუნების ხელთუქმნელ სურათს წარმოადგენს: მთის ასწლოვან ხეებით დაჩრდილული ფერდობი, ანკარა წყაროს წყალი, მდინარისჭორომებიანი ვიწრო ხეობა ადამიანის თვალსა და გულს ახარებს.
ლეგენდა „დედამოკა“- ზე:

Nearby cities:
კოორდინატები:   42°21'54"N   42°11'47"E