„ანას სკოლის“ პერსპექტიული მომავალი


 ქალბატონო ანა, მინდა მოგმართოთ გაზეთ „ხობის მოამბეს“ ტრადიციული კითხვით: ვინ არის ანა არაბული?

    მოგესალმებით. გისურვებთ წარმატებას და მადლობას მოგახსნებთ `ანას სკოლის~ მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის.
დავიბადე ქ. თბილისში, პედაგოგებისა და მხატვრების ოჯახში. შესაბამისად, არასდროს მიფიქრია სხვა პროფესიაზე გარდა მასწავლებლობისა. 

დავამთავრე ბრიტანული სკოლა ,,ალბიონი“და სწავლა გავაგრძელე უმაღლეს სასწავლებელში, ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. პარალელურ რეჟიმში, ვმუშაობდი და დაკაებული ვიყავი რეპეტიტორის საქმიანობით. მოგვიანებით მუშაობა გავაგრძელე ამერიკულ უმაღლეს სკოლა-კოლეჯში, ინგლისური ენის მასწავლებლად, ინგლისურ სექტორზე. პანდემიამდე 1 წლით ადრე, ოჯახმა გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა ქალაქის ყოველდღიურობა და დავბრუნებოდით მეუღლის  მამა-პაპისეულ სახლს  სოფელ ხეთაში. 

შესაბამისად დღის წესრიგში დადგა. ჩემი გამოცდილებისა და ცოდნის, ადგილობრივი ბავშვებისთვის გაზიარების საკითხიც. ასე დაარსდა „ანას სკოლა“

ქებათა ქება მსმენია თქვენზე. რამდენი წელია ხობში ,,ანას სკოლა"არსებობს. ამ წლებში რამდენმა ბავშვმა ისწავლა თქვენთან, რამდენი ეუფლება ინგლისურ ენას ამჟამად?

ანას სკოლაში მოსწავლეები მიიღებიან 1-12 კლასის ჩათვლით. გვაქვს ჯგუფური მეცადინეობები. მეთოდებიცა და აქტივობებიც მორგებულია ბავშვების საჭიროებებსა და შესაძლებლობებს, ასაკის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილები ჯგუფურია, თითოეული უნარი (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) მუშავდება ინდივიდუალურად.

ქალბატონო ანა, გვიამბეთ თქვენს ოჯახზე.
მეუღლე გახლავთ გივი ლატარია. განათლებით იურისტი და თავისი საქმის პროფესიონალი, ძალიან მდიდარი სამუშაო გამოცდილებით. ამჟამად მუნიციპალიეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქარველოს" თავმჯდომარის მოადგილეა, სოფელ ხეთის მაჟორიტარი დეპუტატი.
გვყავს ორი შვილი, 15 წლის ბარბარე და 10 წლის ანდრია. ისინი ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

კიდევ რას გვეტყვით თქვენს სკოლაზე?

„ანას სკოლაში“ დანერგილი გვაქვს საგამოცდო სისტემა. წელიწადში ორჯერ მოსწავლეები აბარებენ შემაჯამებელ ტესტირებას. ხოლო ახალი მოსწავლეების მიღების შემთხვევაში, სადიაგნოსტიკო ტესტირების საფუძველზე განისაზღვრება, მისაღების ცოდნის დონე და შესაბამისი ჯგუფი.

როგორი კონტაქტები გაქვთ მოსწავლეთა მშობლებთან. ვიცი, დიდია მშობელთა კმაყოფილება და გენდობიან?
მშობლებთან ახლო და ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს, რადგან ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია მასწავლებელსა და მშობელს შორის ემსახურება ბავშვის პროგრესს. მათთან ერთად ვგეგმავ სამომავლო გეგმებსა და სხვადასხვა აქტივობებს. გვაქვს საინფორმაციო ჩატები სოციალურ ქსელში და მშობლები ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ ინფორმაციას, მათი შვილების მოსწრებისა და ყოფაქცევის შესახებ.

ანა, გვიამბეთ რა კრიტერიუმებით ხდება ბავშვის  ცოდნის შეფასება?

დიდი მადლობა. დიახ, ანას სკოლას ყოველ წელს ჰყავს უმაღლესქულიანი სტუდენტები. ამჟამად 130 მოსწავლეს ვუძღვები თავად, ხოლო 10  ABC მოსწავლეს ჩემი მოსწავლე მარიამ რაფავა. სკოლაში დანერგილი გვაქვს ახალგაზრდების წამახალისებელი პროგრამა, რომელიც მოიცავს მათ გადამზადებას, მოტივაციის ამაღლებასა და დასაქმებას. ყოველ წელს თითო გამორჩეულ მოსწავლეს, საშუალებას ვაძლევ, ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ გაუძღვეს პატარების ჯგუფს. გასულ წელს ჯგუფს ხელმძღვანელობდა, არაჩვეულებრივი და წარმატებული ხობელი ახალგაზრდა ნოდარ კარტოზია.

ქალბატონო ანა, სკოლაში მარტო ასწავლით არა? დრო საკმაოდ განაწილებული გექნებათ ალბათ. რთულია სკოლა, ბავშვები, ოჯახი, თავისუფალ დროს როგორ იყენებთ
თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. რადგან გაკვეთილებს ვატარებ 12 სთ -9 საათამდე ყოველდღე. შაბათ-კვირას კი ვცდილობ დრო ოჯახის წევრებს დავუთმო.

იმედია, წლებმა მეგობრები გაგიმრავლათ. მეგობრობაზე არსებობს ასეთი გამოთქმა ,,მითხარი ვინ არიან თქვენი მეგობრები და გეტყვი, ვინ ხართ თქვენ", ვინ არიან თქვენი მეგობრები?
ძალიან დიდი სითბოთი  და ნდობით მიმიღეს ჩემთვის უცნობ ქალაქში და მიხარია, რომ მეგობრების შეძენაც მოვახერხე. ჩემი მეგობრები არიან ჩამოყალიბებული, შემდგარი და ერთგული ადამიანები.

ჩანს, თანდათან ფართოვდება თქვენი მოქმედების არეალი. ხობში ამის წინათ შეიქმნა ხობის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომლის მდივნად თქვენ აგირჩიეს. რას იტყვით ამაზე?

-დიდი მადლობა. იმედია, გავამართლებ ხალხისა და ხელმძღვანელთა იმედებს.

პიროვნული თვისებებიდან ყველაზე მეტად რას გამოარჩევდით?
პიროვნული თვისებებიდან გამოვარჩევდი მიზანდასახულობას.

თქვენთვის უმთავრესი მისია რა არის?
ალბათ, მხოლოდ ჩემი არა, ყველა მასწავლებლის მისია უნდა იყოს, საკუთარი თავის წვით, მოსწავლის გზის განათება. შესაბამისად. ჩემი ყოველდღიურიცა და ამქვეყნიური მისიაც ეს მგონია.

ანა, პირდაპირობა გჩვევიათ?
დიახ, ძალიან პირდაპირი ადამიანი ვარ.
საუბრის დასასრულს, სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ?
სამომავლოდ, ძალიან მინდა, ანას სკოლა. იქცეს ახალგაზრდულ-საგანმანათლებლო ცენტრად, სადაც მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, სასიამოვნო და სასარგებლო ერთმანეთს შეუთავსონ.

მადლობა ინტერვიუსთვის
მადლობა თქვენ და კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს!

ესაუბრა ნანი კილასონია
გაზეთი „ხობის მოამბე“ #2 თებერვალი 2024 წელი