თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი განახლდა. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივმა ცენტრმა“ 2 300 ლარის ღირებულების 118 ერთეული წიგნი შეიძინა, ამათგან 33 ერთეული სათემო ბიბლიოთეკებისათვის.წიგნები დამუშავდა უ.დ.კ. (უნივერსალური ათწილადი კლასიფიკაციით) ცხრილების მიხედვით ბიბლიოთეკურ-ბიბლიოგრაფიული წესით.
წიგნადი ფონდის განახლება ეტაპობრივად ხორციელდება და ქალაქ ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ქართულ და უცხოურ ენებზე გამოცემული მრავალფეროვანი მხატვრული და დარგობრივი ლიტერატურით.
წყარო: ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკა