„ძა­ლი­ან გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ… არას­წო­რი“- ეროვ­ნულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბუ­ლი და­საწყი­სი

 

„რა ენა წახ­დეს…“ – ვი­ცით და გვსმე­ნია ამ და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი, უფ­რო კი გა­მაფ­რ­თხი­ლე­ბე­ლი ჩა­გო­ნე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და მი­ზა­ნი… და თავ­გა­დაკ­ლუ­ლე­ბი, კბი­ლე­ბით ვი­ცავთ უძ­ვე­ლეს­სა და ულა­მა­ზესს, დე­და­სა­ვით სა­ნუკ­ვარ­სა და უსაყ­ვარ­ლესს, უმ­შ­ვე­ნი­ე­რეს­სა და ტკბილ­ხ­მო­ვან, უმ­დიდ­რეს ენას ქარ­თულს. თავს ვწი­რავთ, სი­ცოცხ­ლეს ვა­ნაც­ვა­ლებთ მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და და­ფარ­ვას, თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვიღ­წ­ვით მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თ­ვის შე­უბღა­ლა­ვად და ნირ­შე­უც­ვ­ლე­ლად გა­და­სა­ცემ-და­სა­ტო­ვებ­ლად. ვი­ცით ქარ­თ­ვე­ლებ­მა ჩვე­ნი ენის ძა­ლა და ფა­სი, მი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და ღო­ნე, რად­გან, მა­მულ­თან და სარ­წ­მუ­ნო­ე­ბას­თან ერ­თად, არ­ნა­ხუ­ლი შე­მო­ტე­ვე­ბის­გან გა­დარ­ჩე­ნი­ლებ­სა და თავ­დახ­ს­ნი­ლებს, დღე­საც, ქარ­თუ­ლად გვა­ლა­პა­რა­კებს და გა­ნა მარ­ტო ჩვენ. ქარ­თუ­ლად მეტყ­ვე­ლე­ბა ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სურთ, გუ­ლით სწა­დი­ათ მი­სი და­უფ­ლე­ბა.

და მა­ინც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი მეტყ­ვე­ლებს და წერს იმ­გ­ვა­რად, რო­გორც „ხში­რად გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია, …მაგ­რამ არას­წო­რი“.
სწო­რედ ამ პრობ­ლე­მის აღ­მოფხ­ვ­რა­ზე ფიქ­რ­მა გა­ა­ერ­თი­ა­ნა ეროვ­ნულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტის იდეა, რომ­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ-ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან: ნა­ნა ლო­მაია — სსიპ ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხა­მის­ქუ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი; ზა­ზა შუ­ლაია — სსიპ ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ საგ­ვი­ჩი­ოს სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი.
პრო­ექ­ტის მიზ­ნე­ბი:
• მოს­წავ­ლე­ე­ბის ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა;
• მოს­წავ­ლე­ე­ბის კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა ენობ­რივ სა­კითხებ­ში;
• სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ენობ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის გაზ­რ­და;
• ქარ­თუ­ლი ენის სიწ­მინ­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა;
• გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი გრა­მა­ტი­კუ­ლი და ლექ­სი­კუ­რი შეც­დო­მე­ბის შემ­ცი­რე­ბა;
• ქარ­თუ­ლი ენის სწო­რი ფორ­მე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია.
პრო­ექ­ტის ამო­ცა­ნე­ბი:
• გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ არას­წო­რი ენობ­რი­ვი ფორ­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ანა­ლი­ზი;
• თი­თო­ე­უ­ლი არას­წო­რი ფორ­მის შე­სა­ბა­მი­სი სწო­რი ფორ­მის გან­საზღ­ვ­რა და ახ­ს­ნა;
• არას­წო­რი ფორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­ზე­ზე­ბის ანა­ლი­ზი და შეს­წავ­ლა;
• პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შეგ­რო­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის სის­ტე­მა­ტი­ზა­ცია და დო­კუ­მენ­ტი­რე­ბა.
პრო­ექ­ტის აქ­ტუ­ა­ლო­ბა:
პრო­ექ­ტი ხელს შე­უწყობს:
• მოს­წავ­ლე­ე­ბის ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას;
•სწო­რი მეტყ­ვე­ლე­ბის კულ­ტუ­რის დამ­კ­ვიდ­რე­ბას;
• კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას ენის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას;

• სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენის ნორ­მე­ბის პრაქ­ტი­კულ გა­მო­ყე­ნე­ბას ყო­ველ­დღი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში;
• მოს­წავ­ლე­თა მეტყ­ვე­ლე­ბი­სა და წე­რის კულ­ტუ­რის დახ­ვე­წას.
პრო­ექ­ტის მოკ­ლე აღ­წე­რა:
პრო­ექ­ტი „ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ… არას­წო­რი“ მიზ­ნად ისა­ხავს მოს­წავ­ლე­ებ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ არას­წო­რი ენობ­რი­ვი ფორ­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­სა და კო­რექ­ტი­რე­ბას. მას­წავ­ლებ­ლე­ბი მოს­წავ­ლე­ებს გა­აც­ნო­ბენ ხში­რად გა­მო­ყე­ნე­ბულ, თუმ­ცა არას­წორ გრა­მა­ტი­კულ ფორ­მებს, სიტყ­ვა­თა არას­წორ გა­მო­ყე­ნე­ბას და სხვა ენობ­რივ შეც­დო­მებს. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­ის­წავ­ლი­ან ამ შეც­დო­მე­ბის სწორ ვა­რი­ან­ტებს და გა­ი­აზ­რე­ბენ მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბის კონ­ტექსტს. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი, დის­კუ­სი­ე­ბი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს შე­უწყობს სწო­რი ფორ­მე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბას მოს­წავ­ლე­თა წე­რით­სა თუ ზე­პირ მეტყ­ვე­ლე­ბა­ში.
მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბი:
• მოს­წავ­ლე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ენობ­რი­ვი შეც­დო­მე­ბის ამოც­ნო­ბას და მათ თა­ვი­დან აცი­ლე­ბას;
• გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა მოს­წავ­ლე­თა წე­რი­თი და ზე­პი­რი მეტყ­ვე­ლე­ბის ხა­რის­ხი;
• მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ სწო­რი მეტყ­ვე­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თ­ვის;
• გა­იზ­რ­დე­ბა მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სი ენის სწავ­ლის მი­მართ;
• მოს­წავ­ლე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ სა­კუ­თა­რი და სხვე­ბის მეტყ­ვე­ლე­ბის კრი­ტი­კულ შე­ფა­სე­ბას და კო­რექ­ტი­რე­ბას.
პრო­ექ­ტი გრძელ­ვა­დი­ა­ნია, შეხ­ვედ­რე­ბის ციკ­ლი გაგ­რ­ძელ­დე­ბა ივ­ნი­სის ჩათ­ვ­ლით, რაც ხელს შე­უწყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის ამაღ­ლე­ბას და და­ეხ­მა­რე­ბა მათ, უფ­რო გა­მარ­თუ­ლად და ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ ქარ­თუ­ლი ენა რო­გორც აკა­დე­მი­ურ გა­რე­მო­ში, ასე­ვე ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში.
პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა 21 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თა. პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭერ­მა – მა­რი­ამ ჩა­ჩა­ნი­ძემ წარ­მო­ად­გი­ნა თა­ვი­სი ნაშ­რო­მი – „პუნ­ქ­ტუ­ა­ცი­ის მოკ­ლე გზამ­კ­ვ­ლე­ვი“, რაც მიზ­ნად ისა­ხავს, მოს­წავ­ლე­ებს გა­უ­მარ­ტივ­დეთ სას­ვე­ნი ნიშ­ნე­ბის სწო­რად შეს­წავ­ლა. მა­რი­ა­მის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი რე­სურ­სი ერ­თ­ნაი­რად სა­ჭი­რო და გა­მო­ყე­ნე­ბა­დია რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბი­სთ­ვის, ასე­ვე პე­და­გო­გე­ბი­სთ­ვი­საც.
შეხ­ვედ­რა­ზე „ზმნის­წი­ნე­ბის მარ­თ­ლ­წე­რის სა­კითხებ­ზე“  თავად ვისაუბრე. საპ­რე­ზენ­ტა­ციო ფორ­მატ­ში მომ­ზა­დე­ბულ მა­სა­ლა­ში წარ­მოვად­გინე არა მხო­ლოდ ენობ­რი­ვი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი პუნ­ქ­ტე­ბი ზმნის­წი­ნე­ბის მარ­თ­ლ­წე­რი­სა, არა­მედ ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბა მსმე­ნელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე იყო გათ­ვ­ლი­ლი. ჩა­ნა­ფიქ­რ­მა გა­ა­მარ­თ­ლა და მსე­ნელ-მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ვ­ნენ მცდა­რი ფორ­მე­ბის გას­წო­რე­ბი­სა და წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში.


ინ­გა ხვი­ჩია
სსიპ ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნო­ჯი­ხე­ვის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი
https://akhaliganatleba.ge/%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3/?fbclid=IwY2xjawG-Jy1leHRuA2FlbQIxMQABHe7G0L8A-CmwKiMboSwzppm30i4nzDMuACbZCoeIrEh067JKrjDqFFsJlQ_aem_OS0ibBca-z0B4elahACBIQ