მოგზაურობა პროფესიული თვითგამორკვევის სამყაროში

 


ერთ ჩვეულებრივ საღამოს სოციალურ ქსელში შემხვდა მოხალისობრივ პროექტში მოწვევის ბანერი. გადავწყვიტე ეს გამოწვევაც მიმეღო და ჩავრთულვიყავი პროექტში, რომელიც მიზნად ისახვდა ცნობიერების ამაღლებას პროფესიული ორიენტაციის და კარიერის მართვის მნიშვნელობის თაობაზე.

ასე დაიწყო ჩემი არაჩვეულებრივი მოგზაურობა „პროფესიული ორიენტაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრთან ერთად“ პროფესიული თვითგამორკვევის სამყაროში. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება მოზარდებს და ახალგაზრდებს პროფესიის შერჩევაში, აცნობს მათ პროფესიების სამყაროს და შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს დამოუკიდებლად, გაცნობიერებულად და ინფორმირებულად აირჩიონ თავისი პროფესიული მომავალი და დაგეგმონ კარიერა ხანგრძლივი პერიოდის ჭრილში.

საინტერესო აღმოჩნდა სწავლების და ინდივიდუალური შეხვედრების ეტაპი მოხალისეობრივი პროექტების მომზადების პერიოდში. ბევრი მოტივირებული და საინტერესო თანატოლი გავიცანი და მეგობარი შევიძინე. ტრენინგების განმავლობაში ვისწავლეთ პროექტების წერა, აქტივობების დაგეგმვა, პრეზენტაციის აწყობა, საქმიანობის დელეგირება და აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.

2024 წლის 19-20 მარტს კი „პროფესიული ორიენტაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ სამეგრელოს რეგიონის წარმომადგენლის სტატუსით, შუა ხორგის საჯარო სკოლაში ჩავატრე ტრენინგი „პროფესია ჩემს ცხოვრებაში“. ჩემი მშობლიური სკოლის მოსწავლეებს ვესაუბრე, თუ რა როლი აქვს პროფესიის სწორად შერჩევას და კარიერის  დაგეგმვას, როგორია არჩევანის პროცესში პრობლემების გადაჭრის გზები და სამომავლო პერსპექტივები.

ვფიქრობ, ყველა ადამიანი უნიკალურია და თითოეულს აქვს განსხვავებული მახასიათებლების ნაკრები: ნიჭი, უნარები, ინტერესები, პიროვნული თვისებები. მთავარია მოზარდმა ისინი აღმოაჩინოს და განავითაროს. ტრენინგის დროს, მოსწავლეებს გავაცანი ყველა ის ინსტრუმენტი, რაც ადამიანს ესაჭიროება პროფესიის არჩევის და კარიერის დაგეგმვის დროს. ვუყვებოდი მათ, რომ შეუძლებელი არაფერია და თუ ძალისხმევას ჩადებენ, აუცილებლად მიაღწევენ მიზნებს. პროექტის მსვლელობისას ვხედავდი, თუ როგორ უციმციმებდათ მოსწავლეებს თვალები, რადგან მათ თავიანთ კითხვებზე იპოვეს პასუხები, გაიგეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გქონდეს პროფესია და იყო პროფესიონალი იმ დარგში, რომელიც მოგწონს, გამოგდის და გაბედნიერებს. მოსწავლეები გულწრფელად საუბრობდნენ საკუთარ მიზნებზე და სამომავლო პროფესიებზე. განსაკუთრებული აქტიურობა იყო მაშინ, როცა შთაბეჭდილებების დაფას ავსებდნენ. უამრავი თბილი და ლამაზი სიტყვა დაწერეს და დადებითად შეაფასეს ტრენინგი.

მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში პოზიტიური, პროდუქტიული და რაც მთავარია, წარმატებული და საუკეთესო ორი დღე იყო. მივხვდი, რომ Podic-თან ერთად თავადაც მივაღწიე მიზანს – ჩემი საქმე ვიპოვე, რომელიც ადამიანების სამსახურში ყოფნა და მათი დახმარებაა!  ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ ყველა ჩემს რესურს მაქსიმალურად მოვახმარ ჩემს არჩევანს, რომ უკვე ხვალ, შევდგე როგორც პროფესიონალი ფსიქოლოგი და კეთილსინდისიერად  ვემსახურო ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობას.

მეგი დოლბაია

მე -12 კლასის მოსწავლე

წყარო: podic.ge

"მივხვდი, რომ Podic-თან ერთად თავადაც მივაღწიე მიზანს – ჩემი საქმე ვიპოვე, რომელიც ადამიანების სამსახურში ყოფნა და მათი დახმარებაა! ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ ყველა ჩემს რესურს მაქსიმალურად მოვახმარ ჩემს არჩევანს, რომ უკვე ხვალ, შევდგე როგორც პროფესიონალი ფსიქოლოგი და კეთილსინდისიერად ვემსახურო ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობას." ყოველდღე ვრწმუნდები ამ სიტყვებში, კიდევ ერთხელ მადლობა Podic - პროფესიული ორიენტაცია და განვითარება 💖⭐⭐