სოფელ პატარა ფოთს მწერალი შალვა აფხაიძეს აღწერის მიხედვით

 


„ნამდვილი გაზაფხულის დღეა. გრიგალისებრინ და ცივი ქარი მიყუჩდა და გარემო ლაჟვარდითა და მზით აივსო. საამო თბილი სიო ჰქრის ახლა. მშვენიერი გზატკეცილით მიგვაქროლებს მანქანა. სულ მცირე ხანი და იგი უხვევს ფართო, ხელისგულივით გატკეცილ გზაზე. იშვიათისილამაზის ლანდშაფტი იშლება წინ. გზის ორივე მხარეზე ევკალიპტთა ხეივნებია. მათ მოგრძო ფოთლებში ნელი სიო საამურად შრიალებს. რამდენიმე წუთი და წინ იშლება გზის ორივე მხარეზე ერთ ხაზზე ჩამწკრივებული კრამიტით დახურული, ოროთახიანი სტანდარტული სახლები“ - ასე აღწერს სოფელ პატარა ფოთს მწერალი შალვა აფხაიძე.
სოფელ პატარა ფოთში XX საუკუნის 30-იან წლების დასაწყისში თხუთმეტამდე ოჯახი ცხოვრობდა. ჭაობების დაშრობის შემდეგ, 30-იან წლებში დაიწყო მცირემიწიანი რაიონებიდან ოჯახების ჩასახლება, რის შედეგადაც 1941 წლისთვის სოფელში 187 კომლი ფიქსირდება.
მაგალითად თოდუები მარტვილიდან გადმოსახლებულან, ხოლო ქერქაძეები გურიიდან.