ხობში აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატები ჩამოაბრძანეს

6 აგვისტოს, ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები დააბრძანეს. ხატების მობრძანებასთან დაკავშირებით დეკანოზმა ილიამ (ლომაია) სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. ხატები ტაძარში ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული და მრევლს შესაძლებლობა აქვს მოილოცოს
სიწმინდეები და მონაწილეობა მიიღოს ღვთისმსახურებაში.