ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია ქრისტიანულ ეკლესიაში. უძრავი
დღესასწაული ძველი სტილით 25 მარტს, ხოლო ახალი სტილით კი – 7 აპრილს აღინიშნება.
სახარების
მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა ახარა ქალწულ მარიამს, რომ ის შობდა მესიას, იესო
ქრისტეს.
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. საზეიმო წირვას, ხობის ხარების დედათა მონასტერში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია დაესწრნენ და მრევლს დღევანდელი დღე მიულოცეს.