ქალაქ ხობში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და „ცენტრალური სისხლის დაწესებულების“ ორგანიზებით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.
დონორთა აქციაში ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის აქციის ყველა მონაწილეს სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და თანადგომისთვის.