ჩემს შესახებ


„ხობი ჩემი სახლია“
„მე პატარა ქალაქში ვცხოვრობ და ის კიდევ უფრო, რომ არ დაპატარავდეს მე განვაგრძობ მასში ცხოვრებას“
ეს არის ჩემი უმთავრესი პრინციპი ,არსი, მიზანი .

ირაკლი რევაზის ძე შონია
http://www.facebook.com/irakli.shonia

date: 8/08/1978
ჩემს შესახებ – დამთავრებული მაქვს სენაკის სამხატვრო სკოლა.
პროფესიით ვარ იურისტი-სამართალმცოდნე.
პერიოდულად ხობსა და საქართველოს სხვა ქალაქებში (ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი) ვაწყობდი ჩემი ნახატებისა და ფოტო ნამუშევრების გამოფენებს, ვიდეო ინსტალაციებს…
ვიყავი ხობის პირველი საბავშვო-ლიტერატურულ შემეცნებითი გაზეთ „ცოტნეიდელის“ რედაქტორი.
1996-1999 წ.წ ხელშეკრულებით ვმუშაობდი ტელერადიო კომპანია „ფაზისში“ გადაცემა „NEW-თაობის“ მხატვარ დეკორატორად.
1999 წელს ხობში შეიქმნა საცდელი ტელევიზია, სადაც ოპერატორი, მემონტაჟე და გადაცემების რედაქტორიც მე ვიყავი
2000-2002 წ.წ  ვხელმძღვანელობდი NGO „ხობის ახალგაზრდული სახლს“, სადაც ისწავლებოდა უცხო ენები, ფუნქციონირებდა კომპიუტერის შემსწავლელი კურსები…
2002-2003 წ.წ  NGO- „სტრატეგია და სამართლიანი არჩევნები„
2004-2005 წ.წ. საერთაშორისო ორგანიზაცია „IFES-limited“ -ში ტრენერად.
2006 წლიდან დღემდე ვმუშაობ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარ სპეციალისტად.
რას მივაღწიე?
ალბათ იმას, რომ ჩემს ნახატებსა და ფოტოებს, ყველაფერს რასაც ვქმნი- ვაჩუქე ჩემი სიცოცხლის ნაწილი.
რა მინდა?
,, სანამ ვარსებობ ხობი შემოვუნახო ხობს’’…

შევეწიოთ მონასტრის აღორძინებას