სამი წმინდა მოწამე ირაკლი

წმ.ირაკლის ხატი
ჩვენი მართმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ორმოც სებასტიანელი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს, რომელთა შორისაც იყო წმინდა ირაკლი. საქართველოში სახელი ირაკლი საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა ამ სახელის შესახებ სასულიერო ცხოვრებიდან საკმაოდ მცირე ინფორმაციას ფლობს საზოგადოება.

ცნობილი არის სამი წმინდა მოწამე:

მოწამე ირაკლი, სებასტიის ტბასა შინა წამებულ 40 მოწამეთაგანი (დაახ. 320). 22 მარტი

მოწამე ირაკლი ათინელი. 31 მაისი

მოწამე ირაკლი ადრიანოპოლელი მხედარი. 4 ნოემბერი
.




ყველაზე ცნობილი ჩვენთვის არის წმიდა მოწამე ირაკლი, რომელიც იყო ერთი ორმოც სებასტიელ მოწამეთაგანი.
313 წელს წმიდა კონსტანტინე დიდმა (ხს. 21 მაისს) გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებს აშკარად შეეძლოთ სარწმუნოების აღიარება და ისინი თავისი უფლებებით წარმართებს უთანასწორდებოდნენ. მისი თანამმართველი ლიკინიუსი კი თავგამოდებული წარმართი იყო და თავის სამფლობელოში ქრისტიანებს სასტიკად დავნიდა.
ამ დროს სებასტიაში მსახურობდა 40 კაბადოკიელი მეომარი. ისინი ქრისტიანები იყვნენ და ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადეს. სებასტიის მმართველის, აგრიკოლას ბრძანებით, მეომრები ციხეში ჩასვეს. ერთხელ ლოცვისას მათ ზეციდან შემოესმათ ხმა: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“.
ერთი კვირის შემდეგ, სებასტიაში, ქრისტიანთა სამსჯავროზე ჩამოვიდა ცნობილი კარისკაცი ლისიუსი. წმიდანებმა მას მტკიცედ უპასუხეს: „წაიღეთ ჩვენი წოდებებიც და სიცოცხლეც, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი იესო ქრისტეა“. ლისიუსმა ბრძანა, მეომრები ქვებით ჩაექოლათ, მაგრამ მოხდა სასწაული: ქვები მიზანს ვერ აღწევდა, სხვა მიმართულებით ცვიოდა. ლისიუსის მიერ ნასროლი ქვა აგრიკოლას მოხვდა სახეში. ჯალათები მიხვდნენ, რომ წმიდანებს უხილავი ძალა იფარავდა. ღამით ლოცვად დამდგარმა მეომრებმა კვლავ გაიგონეს ღვთის ხმა: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, უკუეთუ მოკუდეს, კუალად ცხონდეს. ნუ გეშინინ, რამეთუ თქვენი არს უხრწნელი გვირგვინნი დიდებისაჲ“.
მეორე დღეს წმიდა მეომრები გააშიშვლეს, ახლო მდებარე ტბასთან მიიყვანეს და მთელი ღამე გაყინულ წყალში ჩააყენეს. მორწმუნეთა საცდუნებლად იქვე ახლოს აბანო გააჩაღეს. ღამის პირველ საათზე, როცა სიცივის დათმენა შეუძლებელი გახდა, ერთ მეომარს უმტყუნა სიმტკიცემ, ადგილს მოსწყდა და სირბილით გაიქცა აბანოსაკენ, მაგრამ ძალა წაერთვა. იქვე ჩაიკეცა და მოკვდა. სამ საათზე უფალმა წყალობა მოუვლინა ტანჯულებს: მოულოდნელად განათდა და ტბაში წყალი გათბა. ამ დროს დარაჯებს ეძინათ. მხოლოდ ერთი, სახელად აგლაოსი ფხიზლობდა. მან დაინახა, რომ ტბაში მდგარი ქრისტიანების თავზე გვირგვინები ბრწყინავდა. აგალოსმა 39 გვირგვინი დათვალა და მოხვდა, რომ გაქცეულმა ჯარისკაცმა უფლისაგან ჯილდო ვერ მიიღო. მან გააღვიძა მძინარე ჯალათები, ტანთ განიძარცვა, განაცხადა, მეც ქრისტიანი ვარო და მოწამეებს შეუერთდა.
დილით წარმართებმა ნახეს, რომ კაბადოკიელი ჯარისკაცები ცოცხალნი იყვნენ, დარაჯი აგლაოსი კი მათ გვერდით იდგა. წმიდა მოწამეები ტბიდან ამოიყვანეს და ხმლებით აკუწეს, შემდეგ მათი გვამები დაწვეს, გარუჯული ძვლებიკი ტბაში გადაყარეს.
საშინელი წამების დროს ჯარისკაცთაგან უმრწემესის, მელიტონის დედა შვილს ამხნევებდა და მოუწოდებდა, უფლის სახელისათვის დაეთმინა ყოველივე. წამებულთა გვამები ურმებზე დააწყვეს და დასაწვავად წაასვენეს, ყრმა მელიტონს კი, რომელიც ჯერ კიდევ სუნთქავდა, თავი დაანებეს. დედამ ხელში აიყვანა დაჭრილი შვილი და გარდაცვლილ თანამოღვაწეებს გვერდით მიუწვინა.
აღსრულებიდან სამი დღის შემდეგ მოწამეები ძილში გამოეცხადნენ სებასტიის ეპისკოპოსს, ნეტარ პეტრეს და სთხოვეს, მიწისთვის მიებარებინა მათი ძვლები. ეპისკოპოსმა რამდენიმე მღვდელთან ერთად ღამით შეაგროვა მოწამეთა წმიდა ნაწილები და პატივით დაფლა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ 


სხვა წმიდა მოწამე ირაკლი იხსენიება 31 მაისს. წმიდა მოწამენი ირაკლი, პავლინე და ვენედიმე მოწამეობრივად აღესრულნენ ათენში. ისინი უქადაგებდნენ წარმართებს და არწმუნებდნენ მიეტოვებიანათ უსულო კერპების თაყვანისცემა. მრავალი წამების შემდეგ წმიდა მოწამეები თავიან მოწაფეებთან ერთად გავარვარებულ ღუმელში დაწვეს.
4 ნოემბერo იხსენიება წმიდა მოწამე ირაკლი მხედარი, ანდრიანოპოლელი. წმიდა მოწამენი ალექსანდრე ეპისკოპოსი, ირაკლი მხედარი და დედები ანა, ელისაბედი, თეოდოტია და გლიკერია მოწამეობრივად აღესრულნენ მესამე საუკუნეში ანდრიანოპოლში. ეპოსკოპოსი ალექსანდრე, მიუხედავად ქრისტეანთა სასტიკი დევნისა, უშიშრად ქადაგებდა წარმართთა შორის, ნათლავდა მოქცეულებს. ოლქის განმგებელმა უბრძანა მხედრებს ეწამებინათ ეპისკოპოსი ალექსანდრე და იძულებული გაეხადათ უარეყო ქრისტე. მღვდელმთავარი მოთმინებით იტანდა საშინელ წამებას. ამით გაოცებულმა მხედარმა ირაკლიმ და დედებმა ანამ, ელისაბედმა, თეოდოტიამ და გლიკერიამ ირწმუნეს და აღიარეს ქრისტე, რისთვისაც მიიღეს მოწამეობრივი აღსასრული.
წმინდა ორმოც სებასტიანელ მოწამეთა ტაძარი (მეტეხთან, მარჯვენა სანაპიროზე) კათოლიკოს-პატრიარქმა 2009 წლის გიორგობას მონასტრად აკურთხა. ტაძრის მშენებლობა 2002 წელს დაიწყო,თუმცა მას წინ ხანგრძლივი არქეოლოგიური სამუშაოები უძღოდა. აღმოჩენები თბილისში ჩვეულებრივი ამბავია,მაგრამ აქ ჩატარებული სამუშაოების დროს მოძიებული მასალა მართლაც განსაკუთრებული იყო. თბილისის ამ უძველეს ადგილას ვახტანგ გორგასლის დროინდელი და უფრო ადრეული თბილისის გალავანის ნაწილი გამოჩნდაარქეოლოგებმასხვადასხვა დროინდელ ნამოსახლარები, მათ შორის, სასახლის ნაშთები, ასევე მრავალფეროვანი კერამიკული ჭურჭელი და მონეტები აღმოაჩინეს. სწორედ ამ ადგილას მერვე საუკუნეში არსებული მონასტრის კარებთან წმინდა აბო თბილელს თავი მოკვეთეს. ეს ეკლესია ამირას სასახლის სიახლოვეს მდგერა ჩვენი დედაქალაქის იმ უბანში, სადაც ახლა აბანოებიდან ნარიყალასაკენ მიუყვება გზა.
P.S.
საერთოდ როდესაც რამოდენიმე წმიდანი არის ერთნაირი სახელის, მფარველ წმიდანად ითვლება ის წმიდანი, რომლის ხსენების დღე ყველაზე ახლოსაა დაბადების დღესთან.


Монастырь св. Ираклия



На окраине деревни Политико находится монастырь, названный по имени убитого здесь св. Ираклия. Долгое вре­мя монастырь был заброшен, но в 1962 г. По инициативе президента Кипра архиепископа Макариоса в отреставриро­ванном монастыре разместилась община монахинь. Они посадили здесь чудесный сад, стали торговать медом и сладо­стями собственного изготовления. В монастыре хранятся позолоченные мощи св. Ираклия, спутника апостола Павла.

http://ucnauri.com