ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა ნინოს ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დასრულდა

 


ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა ნინოს ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დასრულდა.

რეაბილიტირებული გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს.

პროექტის შესაბამისად დაიგო ბეტონის საფარი და მოეწყო ეზოებთან მისასვლელები. გზის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 441 373 ლარია, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

ხეთაში, წმინდა ნინოს ქუჩაზე სრულად რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.