ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ ჯიშკარიანი, ისრაელის საელჩოს მიერ ორგანიზებული ყოველწლიური კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
პროექტი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა. საელჩომ ქვეყნის მასშტაბით სამი საუკეთესო მოსწავლე გამოავლინა, რომელთა შორის მარიამ ჯიშკარიანიც მოხვდა. აღსანიშნავია, რომ მარიამი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის არაერთგზის გამარჯვებულია.
ვულოცავთ მარიამს და ახალი ხიბულის სკოლას ამ წარმატებას.
https://www.facebook.com/share/p/1Jp33hQM29/






