დიდება
მაღალთა
შინა
ღმერთსა,
ქვეყანასა
ზედა
მშვიდობა
და
კაცთა
შორის
სათნოება"
ძვირფასო
სამწყსოვ.
ქრისტესმიერ
საყვარელნო
მამანო
და
დედანო,
ძმანო
და
დანო.
გილოცავთ
უფლისა,
ღმრთისა
და
მაცხოვრისა
ჩვენისა
იესო
ქრისტეს
წმიდა
და
დიდებულ
შობას.
ამ
დიდებულ
მოვლენას
განსაკუთრებულ
პატივს
მივაგებთ
და
თაყვანს
ვცემთ,
რამეთუ
ბეთლემის
გამოქვაბულში
განკაცდება
და
იბადება
კაცთა
მოდგმის
მხსნელი
იესო
ქრისტე!
ქრისტიანული
სამყაროსთვის
იესოს
განკაცებას
და
მის
სწავლებას
უდიდესი
საღვთისმეტყველო
მნიშვნელობა
აქვს.
უფლის
მცნებათა
საფუძველთა
საფუძველია
სიყვარული
ღმრთისა
და
მოყვასისადმი;
სახელი
იესო
ნიშნავს
მაცხოვარს,
გადამრჩენელს,
საუკუნო
ცხოვრების
მომნიჭებელს.
ქრისტეს
შობა
არის
უდიდესი
ღვთიური
საიდუმლოს
გაცხადება,
რაც
მდგომარეობს
იმაში,
რომ
სიტყვა
ღვთისა,
ლოგოსი,
ხორცს
ისხამს
სულისაგან
წმიდისა
და
ქალწულ
მარიამისგან.
და
განკაცდება.
შეუძლებელია
ადამიანის
მიერ
სრული
აღქმა
ღვთაებრივი
განგებულებისა
და
იმ
უსაზღვრო
სიყვარულისა,
რაც
ამ
დიდებულ
და
წმიდა
შობას
განაპირობებს.
„შობამან
შენმან
ქრისტე
ღმერთო,
აღმოუბრწყინვა
სოფელსა
ნათელი
მეცნიერებისა,
რამეთუ,
რომელნი
ვარსკულავსა
მსახურებენ,
ვარსკულავისაგან
ისწავეს
თაყუანის-ცემაი შენი, მზეო სიმართლისაო,
რომელი
აღმობრწყინდი
მაღლით
აღმოსავალთად,
უფალო
დიდება
შენდა".
ბეთლემს
შობილი
მაცხოვრის
შესახებ
სასწაულებრივად
ეუწყა
მოგვებს
ბაბილონელთა
ქვეყანაში.
მათ
მიმართ
გამოჩენილი
უცნაური
ვარსკვლავი,
ამ
მოვლენის
განსაკუთრებულ
და
უაღრესად
მნიშვნელოვან
მინიშნებას
წარმოადგენს
დღესაც,
უშუალოდ
ჩვენთვისაც,
რადგან
ამ
ვარსკვლავს,
ბაბილონელ
მოგვებთან
ერთად,
მივყავართ
ბეთლემის
გამოქვაბულთან,
სადაც
იშვება
ღმერთი
სრული
და
კაცი
სრული
იესოს
შობამ
სამყაროს
აუწყა
ახალი
დროის
დადგომა;
იესოს
შობით
ცივილიზაციური
მიჯნა
დაიდო
ძველსა
და
ახალ
სამყაროს
შორის;
იესოს
შობამ
გამიჯნა
ძველი
კაცი
და
ახალი
კაცი.
ამიტომაც
შეგვახსენებს
წმიდა
მოციქული
პავლე
„განიშორეთ
თქუენგან
პირველისა
მისებრ
სლვისა
თქუენისა
ძუელი
იგი
კაცი განხრწნილი გულის თქუმისა მისებრ საცთურისა. და განახლდებოდეთ თქევს სულითა მით გონებისა თქუენისათა და შეიმოსეთ ახალი იგი კაცი, ღმრთ მიერ დაბადებული, სიმართლითა და სიწმიდითა ჭეშმარიტებისათა"
მსოფლიო
ეკლესიის
უდიდესად
პატივდებული
მღვდელმთავარი.
წმიდა
გრიგოლ
ღვთისმეტყველი
„მუელად
კაცად
ცოდვასა
იტყვს.
ხოლო
ახლად
სათნოებასა
და
სიწმიდესა
აღენიშნათ.
რა
ქრისტეს
დიდებულ
შობას,
ბეთლემის
გამოქვაბულიდან
მომდინარე
მადლი
მორწმუნე
ადამიანის
გულს
მოჰფენს
ჩაუქრობელ
ნათელს
და
აღავსებს
მას
სიყვარულით
ღმრთისა
და
მოყვასის
მიმართ:
იმედის
სხივს
ბადებს
და
აძლიერებს
მათ,
ვინც
ჩვენს
დროში
ომის
ქარცეცხლში
იტანჯება.
ვინც
საპყრობილეშია,
ვინც
განსაცდელშია
რთული
ოჯახური
პირობების,
ჯანმრთელობის
მოშლის
ან
სხვადასხვა
მიზეზთა
გამო.
ჩემო
ძვირფასო
და
საყვარელო
ძმებო
და
დებო,
საკუთარ
თავს
კითხვა
დავუსვათ
სად
და
როდის
არის
ადამიანი
თავისუფალი,
როდის
უფრო
ახლოა
ღმერთთან
და
საკუთარ
თავთან,
სატუსაღოში
თუ
მის
გარეთ,
ავადმყოფობისას
თუ
ჯანმრთელ
მდგომარეობაში,
განუსაზღვრელ
ძალაუფლებაში,
უდარდელობასა
და
განცხრომაში,
თუ
ღვთისა
და
მოყვასის
წინაშე
პასუხისმგებლობით
დატვირთულ
მდგომარეობაში?!
მოდით,
დაბეჯითებით,
ვიფიქროთ
ამის
შესახებ,
განსაკუთრებით
კი
დღეს
და
კვლავაც
გავიხსენოთ
პავლე
მოციქულის
ზემოთ
მოხმობილი
სიტყვები.
ბოლოსდაბოლოს,
უნდა
შევძლოთ,
რომ
დავამარცხოთ
ჩვენში
გაკერპებული
„ძველი
კაცი",
მისი
ქცევისა
და
აზროვნების
წესი,
რათა
განვადგოთ
ჩვენივე
მაცდური
ყოფა
და
გულისთქმა.
ეს
გახდება
იმის
წინაპირობა,
რომ
განახლებული
გულითა
და
გონებით
ვირწმუნებთ
„ახალ
კაცს“
ჩვენში,
რომელიც
სამართლიანობითა
და
ჭეშმარიტების
სიყვარულით
გამოირჩევა.
სწორედ
ამის
გამო
მოევლინა
იესო
წუთისოფელს,
რათა
ახალი
კაცის
დაბადებისთვის
დაედო
სათავე
და
ეუწყებინა
ახალი
სამყაროული
წესრიგის
ქმნა,
რომელიც,
პირველ
რიგში,
სიცრუისა
და
ტყუილის
დატევებას,
მათგან
განშორებას
გულისხმობს.
შესაძლოა,
ჩვენს
ხალხსა
და
ქვეყანს
ეს
ყველაზე
მეტად
დღეს
სჭირდება,
როცა
უახლესი
წარსულიდან
გამოყოლილი
მავნე
პიროვნული
თუ
საზოგადოებრივი
ჩვევები
ჩვენი
ჯერ
კიდევ
მოუშუშებელი
წყლულებია.
შესაძლოა,
მათ
განკურნებას
კიდევ
უფრო
მეტი
დრო
სჭირდება,
თუმცა,
ამ
წყლულთა
მოშუშებას
ყოველი
სიახლისთვის
დამახასიათებელი
შიშის
გადალახვა
ესაჭიროება.
ეს
კი
ოდენ
ცნობიერებისა
და
აზროვნების
გარდაქმნის
შედეგად
არის
შესაძლებელი)
და
თუკი
ამას
შევძლებთ,
თუკი
ვიქნებით
სამართლიანობისა
და
ჭეშარიტების
ბოლომდე
მოყვარულნი
და
მქმნელნი,
მაშინ
თავადვე
აღმოვაჩენთ
ჩვენში
ღმრთის
მიერ
ქმნილ
ახალ
ადამიანს!
და
ჩვენი
გარემომცველი
ყოფაც
და
ჩვენი
საზოგადოებაც
უკეთესი
იქნება,
ისეთი,
როგორსაც
ესწრაფოდნენ
ჩვენი
დიდი
სულიერი
წინაპრების
მადლიერებით
გვახსოვდეს,
რომ
სამოთხიდან
ექსორიობაში
მყოფი
ადამის
მოდგმის
მოლოდინს
უქმად
არ
ჩაუვლია:
ღმერთმა
თავისი
აღთქმა
აღასრულა
და
თავისი
ძე
მოავლინა
ქვეყნად,
კაცთა
საცხოვნებელად,
რომელთა
შორის
არის
თითოეული
თქვენგანი:
მათ,
ვინც
ეძიებს
ცხოვრებას
საუკუნოს,
აღთქმული
ქვეყნისკენ
სავალ
გზაზე
დღესაც
სასწაულებრივად
მიუძღვის
რწმენის
მანათობელი
ვარსკვლავი.
ძვირფასო
სამწყსოვ,
ყველას
გილოცავთ
ქრისტესშობას!
ქალწული
დღეს
არსებად
უზესთაესსა
შობს
ჩვენთვის.
და
ქუეყანა
ქვაბსა
შეუხებელსა
შესწირვენ,
ანგელოსნი
მწყემსთა-თანა დიდების
მეტყუელებენ,
ხოლო
მოგვნი
ვარკულავისა-თანა მოზაურობენ,
რამეთუ
ჩუენთვის
იშვა
ყრმა
ახალი,
პირველ
საუკუნეთა
ღმერთი"
(კონდაკი).
გჯეროდეთ,
გწამდეთ,
ჩვენთან
არს
ღმერთი!
გრიგოლი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი 07 იანვარი, 2026 წელი. (25 დეკემბერი,
2025 წელი)