ხობელი მწვრთნელი „გაგრა 2“-ის სათავეში და ახალი იმედი — ლევან ქაშიბაძე


​სიახლეა ჩვენი თანაქალაქელის კარიერაში: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მან საფეხბურთო კლუბ „გაგრაში“ გადაინაცვლა. იგი „გაგრა 2“-ის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, რომელიც ლიგა 4-ში ასპარეზობს.

​მწვრთნელის მთავარი მისიაა ახალგაზრდა ფეხბურთელების მომზადება, რომ მათ უმოკლეს დროში შეძლონ ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში — ლიგა 1-ში თამაში.

​„ხობი ინფო“ ულოცავს ჩვენს თანაქალაქელს ამ საპასუხისმგებლო პოზიციას და დიდ წარმატებებს უსურვებს მას და მის გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში! 🏆

https://www.facebook.com/share/p/17yge3q8ZA/