ხამისკურსა და ახალსოფელში სკვერების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

 

ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის და ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სკვერების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

ხამისკურში სკვერის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში - მონტაჟდება საბავშვო ატრაქციონი, თანამედროვე ტიპის სავარჯიშო ტრენაჟორები და განათების სისტემა.

ახალსოფელში - მოეწყობა ღობე, დაიგება დეკორატიული ფილები, საბავშვო ატრაქციონი და სკამები.

მიმდინარე წელს ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში 52 პროექტი განხორციელდება.

მოქალაქეებმა დასახლებებში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.