ხობის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ჭალადიდის, ზემო ქვალონის და პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონების რეაბილიტაცია, ხოლო ქარიატაში მშენებლობა მიმდინარეობს.
სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია გაეცნო.
მინი სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდაბა. პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 370 000 ლარს შეადგენს.
მიმდინარე წელს მოქალაქეთა ინიციატივითა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხელოვნურსაფარიანი რვა სტადიონის რეაბილიტაცია განხორციელდა.