15 ნოემბერს, ხობში საფეხბურთო ცენტრის სტადიონზე გაიმართა ფეხბურთელის და მსაჯის დავით და დათუნა კანკიების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხობის „კოლხეთის“ და ზუგდიდის „ბაიას“ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც ზუგდიდის „ბაიამ“ გამარჯვება მოიპოვა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა. მეორე ადგილზე გავიდა ხობის „კოლხეთის“ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდი, ხოლო მესამე ადგილი სენაკის „ეგრისმა“დაიკავა.
დაჯილდოების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე დავით ბერაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გივი ლატარია, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან, დავით და დათუნა კანკიების ოჯახის წევრებთან და საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდნენ.
ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა.
