კოლეჯ "ფაზისის" წარმატებული ღონისძიება ხობის ნოჯიხევის განყოფილებაში

  


    24 ნოემბერი – კოლეჯ "ფაზისის" ხობის ნოჯიხევის განყოფილებამ წარმატებით უმასპინძლა ღონისძიებას, რომელიც მოდული „სკოლამდელი აღზრდა“-ს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების პრეზენტაციას მიეძღვნა. ღონისძიება ჩატარდა კოლეჯის ეზოში, ლამაზად გაფორმებულ გარემოში და მოიცვა როგორც შემოქმედებითი, ისე ინტერაქტიული კომპონენტები, რაც ხაზს უსვამდა პროფესიული პროგრამის პრაქტიკულ მიმართულებას.

    პრეზენტაციაში აქტიურად მონაწილეობდნენ კოლეჯის სტუდენტები, მათი და  პროფესიული მასწავლებლების შვილები. გარდა სასწავლო აქტივობებისა, ღონისძიება გამორჩეული იყო ეთნოგრაფიული ელემენტებით – წარმოდგენილი იყო სამეგრელოსა და მთლიანად საქართველოსთვის დამახასიათებელი ტრადიციები და ეროვნული სამზარეულო, რაც სტუმრებს დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები: კოლეჯ "ფაზისის" დირექტორი ნინო ბაკურაძე და ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დირექტორი ეკა ხასია. სტუმრების დასწრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა პროგრამა "სკოლამდელი აღზრდის" მნიშვნელობა რეგიონში კვალიფიციური კადრების მომზადების საქმეში.


ინფორმაცია - პოსტი კოლეჯის ოფიციალურ გვერდზე