ხიბულა
შუამდგომლობა. დ. ზუგდიდის განყოფილების ქ. შ. წ. კითხვის გამავრცელებელი საზ. გამგეობა თხოვნით მიმართავს ქუთაისის გუბერნატორს, რათა ნება დართოს სოფელ ხიბულის მცხოვრებს თავად პლატონ დადიანს ხსენებულ სოფელში დაარსოს უფასო წიგნთსაცავ სამკითხველო.
ხეთა
სოფ. ხეთაში (ზუგდ.მაზრა) 22 ნოემბერს სამი შეიარაღებული ავაზაკები გზაში დახვედრიან გლეხ გაბრიელ აბსირიძეს, წაურთმევიათ 55 მანეთი და 73 კაპ. და მიმალულან. როგორც პოლიციელებს გამოურკვევიათ თავდასხმა. ჩაუდენია თადეოზ ბარაკაიას, რომელიც უკვე დააპატიმრეს და გადასცეს სასამართლოს.
ხიბულა
სოფელ ხიბულაში (ზუგდ. მაზრა) 23 ნოემბერს რამოდენიმე შეიარაღებული ავაზაკები თავს დასხმიან ამავე სოფელში მცხოვრებ გლეხს სტეფანე ჯანჯღავას, წაურთმევიათ 30 მანეთი და მიმალულან.
ხობი
სოფ. ხობი. (ზუგდიდის მაზრა) ნაჯიხევისა, ხორგისა, სადიდჯეოს, აბასთუმანისა და ხეთის საზოგადოებათ ნება დართეს ამოირჩიონ კომისია ხობში სამეურნეო სკოლის დასაარსებლად.
ხორგა
სოფელ ხორგაში (ზუდიდის მაზრა) 27 ნოემბერს, კაჯა დოლბაიას თავს დაესხა ბუხუ გვარამია, რომელსაც პირველის მტრობა ჰქონია და რევოლვერის ტყვიით მძიმეთ დასჭრა. გვარამია მიიმალა.
გაზეთი „სამშობლო“ 1916 წ.
https://www.facebook.com/share/p/1CipbLjdZa/