ხობმა „ევროპის სპორტის კვირეულის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

 

ხობის კულტურის სასახლეში „ევროპის სპორტის კვირეულის“ ფარგლებში გამართული შეჯიბრებების გამარჯვებულთა და პრიზიორთა დაჯილდოება გაიმართა. ასევე, აღინიშნა ბადმინტონის მუნიციპალურ პირველობაში წარმატებული სპორტსმენები.

კვირეულის ფარგლებში მუნიციპალიტეტმა ოთხ სხვადასხვა სპორტის სახეობაში უმასპინძლა შეჯიბრებებს, ესენია: ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, ქართული ჭიდაობა და ნარდი.

დასკვნით ღონისძიებას, სადაც წარმატებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

„ევროპის სპორტის კვირეული“ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, ხოლო ორგანიზება „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრს“ ეკუთვნოდა. ღონისძიების მიზანი იყო მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაცია.