ხობში პირველად ბადმინტონის მუნიციპალური პირველობა გაიმართა

 

ხობში ბადმინტონის მუნიციპალური პირველობის პირველად გამართვა მნიშვნელოვანი მოვლენაა.
კარგია, რომ ეს ღონისძიება შედგა ბადმინტონის რეგიონული ფედერაციისა და ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ნაყოფიერი თანამშრომლობით, კლუბ "გრიფინის" აქტიური ჩართულობით. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს რეგიონში სპორტის ამ სახეობის განვითარებას.

🏸 ხობის პირველობა ბადმინტონში დასრულდა! 🏆 ✨ უმცროსი გოგონები 🥇 სოფო ნადარაია 🥈 ნინო ბერიძე 🥉 ანანო ჭაავა ✨ უმცროსი ვაჟები 🥇 აბელი თირქია 🥈 ანრი ჭანტურია 🥉 ლუკა ქარჩავა ✨ უფროსი გოგონები 🥇 თიკო ნანეიშვილი 🥈 მაია ქარაია 🥉 ცირა ახალაია ✨ უფროსი ვაჟები 🥇 აკაკი თირქია 🥈 გიორგი შეროზია 🥉 საბა შონია 👏 ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ამ მშვენიერი სპორტული დღისთვის.