მსოფლიო ჩემპიონის ვახტანგ ლოლუას დახვედრა მშობლიურ ხობში (foto+video)

 

ხობის კულტურის სასახლეში მსოფლიო ჩემპიონის, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრის, ვახტანგ ლოლუას საზეიმო დახვედრის ღონისძიება გაიმართა. ახალგაზრდა სპორტსმენმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე და ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

​ღონისძიებაზე ვახტანგ ლოლუას და მის მწვრთნელებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ და მრავალრიცხოვანმა გულშემატკივრებმა მიულოცეს.

​ვახტანგ ლოლუამ ბრწყინვალედ იასპარეზა ჩემპიონატზე, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი გამორჩეული ნიჭი და შეუპოვრობა. მისი გამარჯვება დიდი სიხარულის მომტანია მთელი ხობისა და საქართველოსთვის.