ხობი, ქალაქი სამეგრელო-ზემო სვანეთის ულამაზეს მხარეში, თავისი ისტორიით, კულტურითა და უნიკალური ხასიათით გამოირჩევა. ამ ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ცხოვრების ამსახველი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო და მედია საშუალება არის მუნიციპალიტეტის გაზეთი – „ხობის მოამბე“..
ეს გაზეთი არ არის მხოლოდ საინფორმაციო ბიულეტენი; ის არის მუნიციპალიტეტის ქრონიკა, რომელშიც აისახება ყველა ის ცვლილება, მიღწევა თუ გამოწვევა, რომლითაც ხობი ცხოვრობს.
ადგილობრივი გაზეთის უმთავრესი მისიაა, იყოს მოსახლეობის ხმა და მუნიციპალიტეტის სარკე. „ხობის მოამბე“ სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს:
მმართველობის სიახლეები: გაზეთი რეგულარულად აწვდის მკითხველს ინფორმაციას მერიისა და საკრებულოს საქმიანობის, დაგეგმილი პროექტების, ბიუჯეტის განაწილებისა და მიღებული დადგენილებების შესახებ. ეს უზრუნველყოფს მუნიციპალური მმართველობის გამჭვირვალობას.
ადამიანები და ისტორიები: გაზეთის ფურცლებზე ხშირად შეხვდებით ინტერვიუებსა და სტატიებს საპატიო ხობელების, წარმატებული მოქალაქეების, ახალგაზრდა ტალანტებისა თუ უბრალოდ საინტერესო ადამიანების შესახებ. ეს ნარკვევები ხელს უწყობს ადგილობრივი იდენტობის განმტკიცებას.
მნიშვნელობა
თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როცა ახალი ამბები ელვის სისწრაფით ვრცელდება ინტერნეტით, ადგილობრივი ბეჭდური გაზეთის როლი მაინც უმნიშვნელოვანესია. ის, ვინც ყოველთვის არ იყენებს ინტერნეტს, ინფორმაციას „ხობის მოამბის“ საშუალებით იღებს. ამასთანავე, გაზეთის ბეჭდური არქივი ფასდაუდებელი დოკუმენტური წყაროა მომავალი თაობებისთვის, რომელიც ინახავს კონკრეტული დროის კონკრეტულ ამბებს.
„ხობის მოამბე“ აგრძელებს თავის მისიას – იყოს საინფორმაციო ხიდი მმართველობასა და მოქალაქეებს შორის, შეინარჩუნოს ქალაქის მეხსიერება და ხელი შეუწყოს ხობის განვითარებას. ის არის ცოცხალი მტკიცებულება იმისა, რომ ადგილობრივ სიტყვას ყოველთვის აქვს ძალა და მნიშვნელობა.
დასასრულ, მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გაზეთ „ხობის მოამბის“ რედაქციისა და თანამშრომელთა იმ გუნდს, რომელიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურება ადგილობრივ სიტყვას. თქვენი მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ხობის ცხოვრების ასახვისადმი მიძღვნილი შრომა ფასდაუდებელია მუნიციპალიტეტისთვის. სწორედ თქვენი ძალისხმევით ინარჩუნებს გაზეთი აქტუალურობას და რჩება მნიშვნელოვან წყაროდ თითოეული ხობელისთვის. დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის!
ავტორი: ირაკლი შონია-ხობარი
გაზეთი „ხობის მოამბე“ ქმნის მუნიციპალტეტის ისტორიას.
1932 წელი... დაარსდა ჩვენს რაიონში გაზეთი, რომელსაც „სოციალიზის მშენებელი“ ეწოდა და შემდეგ ერთი დღეც არ შეუწყვეტია არსებობა. ბევრჯერ შეიცვალა გაზეთმა სახელწოდება, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, ის ჩვენი მუნიციპალიტეტის ცხოვრების ამსახველი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო და მედია საშუალებაა...
გაზეთი „ხობის მოამბე“ არ არის მხოლოდ საინფორმაციო „ბიულეტინი“, რომელშიც აისახება ყველა ის ცვლილება, მიღწევა თუ გამოწვევა, რომლითაც ჩვენი მუნიციპალიტეტი ცხოვრობს.
რედაქციელების მუშაობა ძალიან შრომატევადი საქმეა. ბევრ გამოცდილ, დამსახურებულ ჟურნალისტს უმუშავნია ჩვენს გაზეთში (ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს), მადლობა მათ. სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი ცოცხლები არ არიან (მარადიული ხსენება მათ სახელებს).
არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ჩვენი გაზეთის რედაქციას „შეზრდილები“- ქალბატონი მერი ლაგვილავას, ნანი კილასონიას, ჯულიეტა ლატარიას დიდი ამაგი, შრომა...
მადლობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს-მუნიციპალიტეტის მერს ბატონ დავით ბუკიას, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძეს, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსს ელისო კვიკვინიას, კულტურულ საგანმანათლებლო-საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორს კობა კობახიძეს, რომ არა მათი დიდი მხარდაჭერა, ალბათ, გაზეთს არსებობა გაუჭირდებოდა....
არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი გაზეთის რედკოლეგიის წევრების გოგიტა ჩიტაიას, ნანა გვასალიას, ნინა ბუკიას, ირაკლი შონიას, თამთა ბუკიას, ნაირა ბერაიას აქტიური ჩართულობა.
სულ მალე „ხობის მოამბე“ 100 წლის გახდება ალბათ მაშინ უფრო დიდი, ძალიან ბევრი მადლობის გადახდა მომიწევს.
ბეჟან ნადარაია