ქალაქ ხობის N1 და N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ანა არაბულმა მიულოცეს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს!