ქალაქ ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გაიმართა 2024 წლის

 


ქალაქ ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2024 წლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე განსაკუთრებული წარმატების მიღწევისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ წარჩინებულ მოსწავლეებს.

​დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ როგორც მოსწავლეები, ასევე მათი მშობლები და სკოლის დირექტორები  სიტვით გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების მონდომებასა და შრომისმოყვარეობას, ასევე აღნიშნეს, რომ ისინი ქვეყნის მომავალს წარმოადგენენ.

​ვულოცავთ თითოეულ მედალოსანს ამ დიდებულ წარმატებას და ვუსურვებთ მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს ცხოვრების ყველა ეტაპზე! მათი მიღწევა მისაბაძია ყველა ახალგაზრდისთვის და მაგალითს აძლევს მომავალ თაობებს.