ხობის მუნიციპალიტეტის გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა
პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა სოფლის მთავარი გზა. დაიგო რკინა-ბეტონის საფარი, მოეწყო წყალგამტარი ბოგირი და ნაპირდამცავი გაბიონი.
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით, ხობის მუნიციპალიტეტში 2022-2025 წლებში, 37 საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა , რომლის საერთო ღირებულებამ 27 მილიონი ლარი შეადგინა.