ანზორ სანიკიძის ხსოვნის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში - ხობელი სპორტსმენების წარმატება

 მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში, წარმატებით ჩატარდა ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, რომელიც ანზორ სანიკიძის ხსოვნას მიეძღვნა. შეჯიბრზე მოწვეული იყვნენ და მონაწილეობა მიიღეს აბაშისა და სენაკის გუნდებმა სპორტსმენებმა.










ტურნირმა დაძაბულ და სანახაობრივ გარემოში ჩაიარა, სადაც განსაკუთრებული წარმატება მასპინძელმა, ხობის მუნიციპალიტეტის გუნდმა აჩვენა. ხობელმა სპორტსმენებმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში არაერთი საპრიზო ადგილი მოიპოვეს.

ხობის მუნიციპალიტეტის სპორტსმენების მიერ მოპოვებული საპრიზო ადგილები:

| წონითი კატეგორია | ადგილი | სპორტსმენი |

| 29 კგ | I ადგილი | ნინი შეროზია |

|  | II ადგილი | მარიამ სარალიძე |

|  | III ადგილი | ლილე მორგოშია |

| 40 კგ | I ადგილი | ანდრია ალანია |

|  | II ადგილი | ალექსანდრე მორგოშია |

| 45 კგ | I ადგილი | გიორგი ახალაია |

| 50 კგ | I ადგილი | გოგა აბრამია |

|  | II ადგილი | ილია კანკავა |

| 60 კგ | III ადგილი | ნიკა შეროზია |

| 65 კგ | I ადგილი | ბაკურ ბახტაძე |

|  | III ადგილი | დათო შვანგირაძე |

| 75 კგ | I ადგილი | ილია ჯღარკავა |

|  | II ადგილი | ილია ყურაშვილი |

|  | III ადგილი | ბაჩო ვახანია |

| +75 კგ | I ადგილი | დათო აბრამია |

|  | II ადგილი | საბა კაკაბაძე |

გარდა ამისა, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ხობელმა მოჭიდავეებმა მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვეს: ბესიკ ცეკვაშვილმა II ადგილი დაიკავა, ხოლო ბაკურ ბახტაძემ III ადგილი მოიპოვა.

ტურნირმა ხელი შეუწყო ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციას და რეგიონული გუნდების გამოცდილების გაზიარებას.

#ჭიდაობა