ტურნირის გახსნის ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი, კობა გრიგოლია, კობა შუბითიძის ოჯახის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტურნირში მონაწილეობენ: სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, დასავლეთ სარდლობის ლოჯისტიკის სამსახურის, ეროვნული გვარდიის, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, საარტილერიო ბრიგადის, ჭალადიდის, საგვიჩიოსა და ხობის „ჭალეს“ ფეხბურთელთა გუნდები.