მოსწავლეებს სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედლებზე დამთავრება ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ანა არაბულმა მიულოცეს.
ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 2024-2025 წლების 65 კურსდამთავრებული გახდა ოქროს და ვერცხლის მედალოსანი. მათ შორის ოქროს მედალოსანია 57, ხოლო ვერცხლის - 8 მოსწავლე.
„ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში თითოეულ წარმატებულ მოსწავლეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად ანგარიშზე ფულადი ჯილდო ჩაერიცხათ.
საღამო ანდრია გველესიანისა და ბენდის კონცერტით გაგრძელდა; რომლის დასრულების შემდეგაც სცენა DJ OTO-მ დაიკავა.