პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატად ოფიციალურად დავით ბუკია წარადგინეს

 

ხობის კულტურის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატად ოფიციალურად დავით ბუკია წარადგინეს.
შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის ადგილობრივ აქტივთან ერთად, ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატი, გიორგი ხახუბია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კოორდინატორი, დავით გვიშიანი ესწრებოდნენ, ჩვენს მხარდამჭერებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროპორციული სიის წევრები წარადგინეს.
დავით ბუკიას სიტყვა: გამოცხადებული ნდობა ჩემთვის უდიდესი პატივი და ამავდროულად, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე თითოეული ხობელის წინაშე.
გასულ წლებში, ჩვენ არაერთი გამარჯვება მოვიპოვეთ მრავალი მიმართულებით, რაც ცალსახა დასტურია იმისა, რომ ერთიანი ძალებით - ხელისუფლების თანადგომით, ჩვენი პროფესიონალი, გამოცდილი გუნდის ძალისხმევითა და მოსახლეობის უშუალო ჩართულობით, დასახულ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ.
მჯერა, რომ მე და ჩემს გუნდს, კიდევ ერთხელ მოგვეცემა შესაძლებლობა, ვემსახუროთ ყველაზე მნიშვნელოვანს - ჩვენი მუნიციპალიტეტის ინტერესებს და კვლავინდებურად, ერთიანი ძალებით შევქმნათ ხობის საუკეთესო მომავალი.
“ქართული ოცნების” ხობის ორგანიზაციის წევრებს მერობის კანდიდატი დავით ბუკია წარვუდგინეთ.
დავითმა განვლილი ოთხი წლის მანძილზე არაერთი წარმატება მოუტანა ჩვენს ქალაქს, შესაბამისად ჩვენი ხობელების მხარდაჭერით, დამსახურებულად გააგრძელებს საქმიანობას შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში.
ჩვენს გუნდს, ასევე წარვუდგინეთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროპორციული სიის წევრები.
წარმატებას ვუსურვებ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს ჩვენი მუნიციპალიტეტის და ჩვენი ხობელების საკეთილდღეოდ!
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, დავით ვერავასთან და “ქართული ოცნების” სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ კურატორთან, დავით გვიშიანთან ერთად ვესწრებოდი.
🇬🇪 მშვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება ხობს!