ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა.
რეაბილიტირებული სპორტული მოედანი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს.
პროექტის შესაბამისად დაიგო ხელოვნური საფარი, მოეწყო ლითონის ღობე და სკამები. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 116 000 ლარი შეადგინა.
ხობის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სამი მინი სტადიონის მშენებლობა და ოთხის სრული რეაბილიტაციაა დაგეგმილი.