ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
ახალ ხიბულაში რეაბილიტირებული გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ დაათვალიერა.
პროექტის შესაბამისად დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო ეზოებთან მისასვლელები და რკინა-ბეტონის კიუვეტები. სამუშაოების ღირებულება 441 695 ლარს შეადგენს.
ახალ ხიბულაში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.