სამეგრელო, ზუგდიდის მაზრა ხეთა ლატარიას ოჯახი, მიცვალებულის დატირება 1902 წელი, (ჩემი ოჯახის რელიქვია) ჩემი ოჯახი იყო ამ მიცვალებულის ოჯახის ნათესავი.
როცა მამაჩემი რაჟდენი ნესტორის ძე კვარაცხელია სოფელ ხეთის სუბტროპიკული კულტურების მეურნეობის ტექნიკუმის დირექტორი იყო მეორე მსოფლიო ომში გაწვევამდე.
მათ შორის ვიცანი ბიძაჩემი ფიზიკა_მათემატიკის მასწავლებელი მიხეილ (მიშა) იოსების ძე ლატარია, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ქერჩში დაიღუპა (ინფორმაცია მისი თანამებრძოლის კოტე ბახიას მიერ მის ოჯახში გამოგზავნილი წერილიდან, თვითონ კოტე ბახიაც შემდეგ ოჯახში ვეღარ დაბრუნებულა), ვიცანი კიდევ კირილე (კუჭუჭია) კობახიძე, რომელიც იმ დროს მასწავლებელი ყოფილა.
აწი თქვენ იცით ეგებ ამოიცნოთ სხვა ვინმე თქვენთვის ნაცნობი და ახლობელი ადამიანები.
სურათზე არიან: ბუკია ჯანსუღი ( მეტსახელად მაცქუცქი)
ლატარია გული (მეტსახელად პელო)
კუჭავა კაკო( მეტსახელად ჯერღვამი)
გაბრავა ღუდა ( მეტსახელად მართა)
ხობის რაიონი სოფელი ხეთა 20/11 1946 წელი
ძალიან კარგი კაცი _ჯანსუღ ბუკია ჯერ მსახურობდა ხეთის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმში, მისი დაშლის შემდეგ ხეთის პროფტექნიკურში, შემდეგ კი საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ სოხუმში,იქ დაიწყო სამსახური თევზრეწვის კოლმეურნეობაში, სადაც მას ეკავა ტექნიკური ინჟინერის თანამდებობა, შემდეგ კი სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ სოჭში, გარდაიცვალა 2022 წელს
1966 წელი, კლასელების შეხვედრა 40 წლის შემდეგ, ზუგდიდის პირველი საშუალო სკოლის ყოფილი მოწაფეები, ანუ 1926 წელს დაამთავრეს ზუგდიდის პირველი საშუალო სკოლა.
მარცხნიდან მარჯვნივ _ბუკია იპოლიტე (ძაგვალა) თედორეს ძე, ბუკია ალექსანდრე ჯამას ძე, ჩემი ნათესავები ჩემი ბებია ოლღა ტაიას ასული ბუკიას მხრიდან.
დასავლეთ საქართველოში ალბათ პირველად ბანიანი სახლი, სოფელი მენჯი, ჩემი ნათესავი არტემი აფაქიძეს საკუთარი სახლი 1949 წელი ,რომელმაც თავისი ოსტატობით ააშენა, სურათი გადაღებულია თავისი შვილის ოთარ აფაქიძეს მიერ.
ხეთის *ლესპრომხოზტრესტის *მოსამამსახურეები1949 წელი, შუა რიგში შავ სამოსში დედაჩემი ნინა (ვარდი) იოსების ასული ლატარია, რომელსაც იმ დროს ეკავა მთავარი ბუღალტერის მოადგილეს თანამდებობა, შუა რიგში ორ მამაკაცს შუა _ბუღალტერი მავრა თომას ასული კოდუა. დანარჩენებს უკვე ვერ ვიხსენებ.
სოხუმი, კელასურში, ეთერზეთების საცდელი სადგურში ჩემი თანაკურსელები პრაქტიკუმზე 1971 წელი, შუაში გიორგი ერქვანია, რომელიც შემდეგ გახდა ამავე ეთერზეთების საცდელი სადგურის დირექტორი.
შუა ხორგის საშუალო სკოლის პირველი გამოშვება 1937/38 წელი...მათ შორის ფიზიკა მათემატიკის მასწავლებელი მიხეილ იოსების ძე ლატარია (ჩემი ბიძა)
ფოტო ბატონი ავთანდილ კვარაცხელიას გვერდიდან
დირექტორი ლეო ლეჟავა
ფოტო ბატონი ავთანდილ კვარაცხელიას გვერდიდან
მოსკოვი, კვალიფიკაციის ხარისხის ასამაღლებელი კურსები დირექტორების და დირექტორის მოადგილებისთვის, სას სამ ტექნიკუმებისათვის საბჭოთა კავშირში. 1958 წელი, მათ შორის კურსების მსმენელი მამაჩემი რაჟდენი ნესტორის ძე კვარაცხელია.
ხარკოვის სოფლის სახელმწიფო ინსტიტუტი. მე3_ე გამოშვება, პედაგოგები სოფლის მეურნეობის ტექნიკუმებისთვის, მათ შორის მამაჩემი სტუდენტი რაჟდენი ნესტორის ძე კვარაცხელია. 1936 _37 წელი
ღამის გადაღება ფოტოაპარატით, რომელიც რთულ საქმეს წარმოადგენს, მაშინდელი ფოტოფირის დაბალი შუქმგრძნობიარობის გამო, მაგრამ მაინც მოვახერხე.
სურათი გადაღებულია 1971 წელს, იმ დროს ქუჩის განათება ხეთის სას სამ ტექნიკუმის სახსრებით გაკეთდა, ყოველ ბოძზე ეკიდა 500 ვატიანი დღის ნათურა ელექროლიტური 1000 მკ ფარადიანი კონდესატორი ფიდერით.,ამის საპასუხოდ და შედარებისთვის დავდე ფერადი ფოტო, რომელიც ჯერ ტელეფონში მაქვს შენახული ოღონდ დღის გადაღებული.
1972 წელი, როცა მე ხეთიდან კელასურში დავდიოდი ელექტრიჩკით 95 კაპიკად,.სტუდბილეთით ნახევარ ფასში.
ხეთის სას სამ ტექნიკუმის მასწალებლები და მათ მამაჩემი რაჟდენი ნესტორის ძე კვარაცხელია, ამავე დროს სტუდენტებთან.
საქ.სახ.სას.სამ. ინსტიტუტის მებაღე _მევენახეობის ფაკულტეტის 1933 წლის გამოშვება, მათ შორის მამაჩემი რაჟდენი ნესტორის ძე კვარაცხელია სტუდენტი.
ჩემი სახლი ადრე და ფოტოსურათი თვითშემოქმედებით ანუ ფოტოილუზია .1967 წელს მაქვს შესრულებული.
სოფელი ნაკიფუ, ლეჟა, სამეგრელოში „ნოდალად“ წოდებული შრომა. სურათზე არიან ლეჟაში მცხოვრებნი: _პავლე მოლაშხია (ხანში შესული კაცი),მზია კვარაცხელია, ანზორ კვარაცხელია და სხვები. სურათი გადაღებულია ჩემს მიერ 1963 წელი ფოტოსურათი ვირირებული მაქვს.