ქალაქ ხობში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ახალი შენობა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იშიძუკა ჰიდეკიმ და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ბერაიამ გახსნეს.
შშმ ბავშვთა სახლის სრული რეაბილიტაცია „ხობის მუნიციპალიტეტში სოციალური დაცვის ცენტრის რეაბილიტაციის“ პროექტის ფარგლებში იაპონიის საელჩოს დაფინანსებით განხორციელდა.
ბავშვთა დღის ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალიტეტსა და ა(ა)იპ „განათლებისა და განვითარების ცენტრს „თოლისკურს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების შესაბამისად დღის ცენტრის კომუნალურ ხარჯებს სრულად ფარავს.
პროექტის ფარგლებში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორგანიზაციის ბალანსზე არსებულ სახლს,სადაც დღის ცენტრი იფუნქციონირებს.სახლი "თოლისკურს "შეუძინა ავსტრიის ვორელბერგის პოლიციის ოჯახებმა(ფიზიკურმა პირებმა)და ქალთა საერთაშორისო ასოციაციამ.(IWA)დღეს საზეიმო ვითარებაში გავხსენით შშმ ბავშვთა დღის ცენტრი იაპონიის ელჩთან და ქალთა საერთაშორისო ასოციაციის წევრებთან ერთად.
გვანცა კიკალეიშვილი „თოლისკური“-ს ხემძღვანელი