ხობის კულტურის სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში თემურ ცაგურიას კონცერტი გაიმართა.
კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.