კამპანია „არა ნარკოტიკს“ ხობი 8 ივლისი 2025 წელი


 ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე, კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში გაიმართა.

ტურნირის გამარჯვებული გუნდი „კოლხეთი“ (ქალაქი ხობი) გახდა, მეორე ადგილი „ჭალემ“ (ქალაქი ხობი) დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი „პირველი მერცხალი“ გავიდა.
სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ქარდავა ესწრებოდნენ.
ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.