Სამეგრელოს რეგიონის სალოტბარო სკოლების ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა 01.07.2025

 

Მეგრული ფოლკლორის საღამო ზუგდიდში.
Სამეგრელოს რეგიონის სალოტბარო სკოლების ფესტივალის ფარგლებში, ზუგდიდის მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლეში დასკვნითი კონცერტი გაიმართა.
Ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, აბაშის, ხობისა და წალენჯიხის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ტრადიციული საგალობლები და საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი ფოლკლორული ნიმუშები შეასრულეს.
Საღამოს უძღვებოდა ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლების შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელი ლიკა ლიპარტელიანი.
Კონცერტზე მოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სალოტბარო სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს და ლოტბარებს.
Კონცერტამდე სამეგრელოს რეგიონის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები 3 დღის განმავლობაში ანაკლიაში ერთობლივ რეპეტიციებს მართავდნენ.
Ფესტივალის ფარგლებში მონაწილეებს შეხვდა პოეტი, ფოლკლორისტი, ფოლკლორის ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი ეთერ თათარაიძე.
Ეთერ თათარაიძემ მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას სცენიდანაც მიმართა და სალოტბარო სკოლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
Აღსანიშნავია, რომ Სამეგრელოს რეგიონის სალოტბარო სკოლებში ასწავლიან ცნობილი ლოტბარები და რეგენტები : სერგო ურუშაძე,
ილია ხვიჩია , დიმიტრი კაკულია, მარიამ ჯანაშია, ინგა კუპრეიშვილი,
Ნიკოლოზ ლატარია, აკაკი კუპრავა, დავით გირგვლიანი და რომეო ზარქუა.
Სამეგრელოს რეგიონის სალოტბარო სკოლების კოორდინატორია ანსამბლ
,, ბასიანის" სოლისტი და სახელმწიფო ანსამბლ
,, მართვეს" ხელმძღვანელი ირაკლი ტყვაცირია.
Ყველა მათგანი
მომავალ თაობას სწორად გადასცემს საუკუნეების მანძილზე შემონახულ ქართულ ფოლკლორს : მრავალხმიანობას, საგალობლებს, ქორეოგრაფიას და ზეპირაიტყვიერებას.
Ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს და სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით 29 ივნისიდან -1 ივლისამდე მიმდინარეობდა.