მეუფე გრიგოლი გაეცნო ეპარქიაში მიმდინარე სარესტავრაციო და სამშენებლო სამუშაოებს

 

მიმდინარე წლის 26 ივნისს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მოინახულა და გაეცნო ეპარქიის ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო, სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესს; კერძოდ:
- ქ. ფოთი - პარკის უბანში მშენებარე წმიდა მღვდელმთავარ ლაზარეს მშენებარე საყდარი;

- სოფელ პირველ მაისში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების მამათა მონასტერი; აქ მიმდინარეობს მასშტაბური სამუშაოები, რასაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აწარმოებს;
- სოფელ ზემო ბიის მთავარანგელოზთა ეკლესია - აქ მიმდინარეობს ტაძრის ხელახლა გადახურვის და რიგი სხვა სამუშაოები, რაც უკავშირდება თავის დროზე მოხალისეთა მიერ თვითნებურად წარმოებულ სამუშაოებისას დაშვებულ შეცდომათა აღმოფხვრა-გამოსწორებას, რამდენადაც ეს შესაძლებელია და რაც, თავის მხრივ, დიდ ძალისხმევას საჭიროებს.

- სოფელ შუა ხორგაში მშენებარე ილია წინასწარმეტყველის ტაძარი;
მეუფე გრიგოლმა ასევე სოფელ ნოჯიხევში მოილოცა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დედათა მონასტერი, დალოცა აქ მოღვაწე დედები და დები და უსურვა მიმდინარე მარხვაში სულიერი სიმტკიცე და ლოცვათა შინა გაძლიერება.