საჯარო ლექცია GAU-ს წარმატებულმა სტუდენტმა თორნიკე ჯანგირაშვილმა გახსნა

 


18 მაისს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) გაიმართა ღირებული და შთამბეჭდავი საჯარო ლექცია, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის (GAU-GYHA-ს) მიერ.
ღონისძიების თემა იყო ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური და აქტუალური საკითხი თანამედროვე სამყაროში, ევთანაზია და სიცოცხლის შეწყვეტის უფლება, რაც აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიც არის მედიცინა, სამართალი, ეთიკა და ადამიანის უფლებები.
ღონისძიება გახსნა თორნიკე ჯანგირაშვილმა, GAU-ს სტუდენტმა და GAU-GYHA-ს პრეზიდენტმა, რომელმაც ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ასეთი რთული და ეთიკური დილემების განხილვა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სამომავლოდ მუშაობას აპირებს მედიცინის, სამართლის ან საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში.
🔹 მთავარი სპიკერი იყო ექიმი ზურაბ ტაბეშაძე — რადიოლოგიის რეზიდენტი, ექიმი და მოწვეული ლექტორი შემდეგ უნივერსიტეტებში:
– ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)
– ევროპის უნივერსიტეტი
– გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
სპიკერმა ისაუბრა ადამიანის ღირსებაზე, პროფესიულ პასუხისმგებლობაზე, ეთიკის, მორალის, სამართლისა და მედიცინის გადაკვეთაზე, რაც ევთანაზიის საკითხში განსაკუთრებულად აქტუალური და საკამათოა.
🌐 ღონისძიება იყო ინტერაქციული, სტუდენტებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა, დასვეს კითხვები და წარადგინეს თავიანთი მოსაზრებები. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები 6 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და ინფორმაციულს ხდიდა.
📜 ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
On May 18, a powerful and insightful public lecture was held at Georgian American University (GAU), organized by the Georgian Youth Health Association (GYHA).
The event focused on one of the most sensitive and relevant topics in today’s world euthanasia and the right to die, exploring key questions at the intersection of medicine, law, ethics, and human dignity.
The lecture was opened by Tornike Jangirashvili, a student at GAU and GAU-GYHA president, who spoke about the importance of discussing challenging ethical topics, especially for students preparing to enter the fields of medicine, law, and international relations.
🔹 Our main speaker was Dr. Zurab Tabeshadze, a resident doctor in radiology and invited lecturer at:
– Georgian American University (GAU)
– European University
– Grigol Robakidze University
Dr. Tabeshadze shared his expertise on the ethical, moral, legal, and medical aspects of end of life decisions, emphasizing the complex balance between autonomy, dignity, and professional responsibility.
The event was highly interactive, with students actively engaging in discussion and raising thoughtful questions. Participants included students from six different universities, making it a truly diverse and enriching academic experience.
📜 All attendees received an official certificate of participation.