ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის შესაბამისად ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება არხები და მოეწყობა რკინა-ბეტონის მილები.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 230400 ლარს შეადგენს.
პროექტის განხორციელების შედეგად სანიაღვრე არხების გამტარუნარიანობა გაიზრდება და საკარმიდამო მიწის ნაკვეთების და სავარგულების დატბორვის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება.